ვერძი
ემოციურად რთული და დატვირთული დღე გელით. გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გიჭირთ, რადგან ნებისმიერი საუბარი კამათსა და კონფლიქტში გადაიზრდება. ფრთხილად – ტრანსპორტში და სახლში არსებობს ტრავმის რისკი. გამოიჩინეთ სიფრთხილე, გაატარეთ დღე მშვიდად და შეამცირეთ დანაკარგები.
კურო
დილიდან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გელით. ნუ აჩქარდებით – ორი კურდღლის დევნამ შეიძლება საპირისპირო შედეგამდე მიგიყვანოთ. თქვენი ამოცანაა კომპრომისი იპოვოთ და სერიოზული კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.
ტყუპები
რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. სანამ კითხვაზე პასუხს გასცემთ, კარგად დაფიქრდით. თუ საჭიროა, გამოცდილ ადამიანებს დაეკითხეთ. ამ დღეს არსებობს ფინანსური ზარალის რისკი, ამიტომ ძვირად ღირებული შესყიდვები სამომავლოდ უნდა გადადოთ. საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებამ შეიძლება მოულოდნელი სირთულეები შეგიქმნათ.
კირჩხიბი
მოემზადეთ იმისთვის, რომ გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნა და ბიზნესში კომპრომისის მიღწევა გაგიჭირდებათ. მიჰყევით სამოქმედო გეგმას და ნუ მისცემთ გარემოებებს უფლებას, რომ ხელი შეგეშალოთ. მოსალოდნელია კოლეგებთან მცირე უსიამოვნება და უთანხმოება. ამაზე სერიოზულად ნუ ინერვიულებთ, მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.
ლომი
გაზრდილი ემოციური ფონის გამო ოჯახური უსიამოვნებების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე გახდით. შესაძლოა, ახლობელი ადამიანებისგან არასასიამოვნო სიახლე შეიტყოთ ან საყვარელ ადამიანთან იკამათოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ, ადამიანების მიმართ მეგობრული დამოკიდებულება და ოპტიმიზმი არ დაკარგოთ. არახელსაყრელი დღეა მოგზაურობის დასაწყებად.
ქალწული
მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ შემოქმედებითი ფანტაზია გამოავლინოთ, თუმცა, თუ თქვენი სამუშაო ფულს უკავშირდება, გირჩევთ ნებისმიერი გადაწყვეტილება მენეჯმენტთან შეათანხმოთ და მისი მხარდაჭერა მოიპოვოთ. ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ. წარმატება ადვილად არ მოდის, მაგრამ წინააღმდეგობები არ გაშინებთ და მზად ხართ იმუშაოთ.
სასწორი
ეცადეთ, საკუთარ პარტნიორულ და ლიდერულ თვისებებს შორის ბალანსი იპოვოთ. სასურველია, რომ საყვარელ ადამიანებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ და ოჯახური საქმეები ერთად აკეთოთ. უმნიშვნელო წვრილმანის გამო შეიძლება ახლობელ ადამიანთან იკამათოთ. ეცადეთ დიპლომატია გამოიჩინოთ და საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ.
მორიელი
ყურადღებით ადევნეთ თვალი ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. უსმინეთ, რას ამბობენ გარშემო მყოფები და ეცადეთ, აქედან დასკვნები გამოიტანოთ. ეს დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში და საჭირო კავშირების გაძლიერებაში დაგეხმარებათ. ნუ ეცდებით, რომ ადამიანებს საკუთარი პოზიცია თავს მოახვიოთ – ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეურაცხმყოფელი კრიტიკა.
მშვილდოსანი
რთული დღეა, მაგრამ წარმატების შანსი მაინც გაქვთ. მთავარია, ერთხელ არჩეულ გზას არ უღალატოთ, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ გარემოებები თქვენთვის არასასურველი მიმართულებით ვითარდება.
შეგიძლიათ მეგობრებს და სანდო მოკავშირეებს დახმარება სთხოვოთ და იმედს არ გაგიცრუებენ. ფინანსურ საკითხებში ფრთხილად უნდა იყოთ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს – შესაძლოა, თაღლითების მსხვერპლი გახდეთ.
თხის რქა
ამ დღეს თქვენი დევიზი უნდა იყოს თავაზიანობა და მეგობრული განწყობა. ეცადეთ, გარშემომყოფთა გრძნობებს ანგარიში გაუწიოთ და მათ აზრებს და სურვილებს პატივი სცეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრობლემების თავიდან ასაცილებლად ურთიერთობები შეზღუდოთ და მხოლოდ ნეიტრალურ თემებზე ისაუბროთ.
მერწყული
გირჩევთ, ეს დღე საოჯახო და საყოფაცხოვრებო საქმეებს დაუთმოთ. რთული საქმეები წინ ძალიან ნელა მიიწევს, ამის გამო საკუთარი შესაძლებლობები გაეჭვებთ და გარკვეულ სტრესს განიცდით. თუ დამშვიდდებით და საქმეს უფრო გულისყურით მოეკიდებით, ყველაფერი მოგვარდება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, გაისეირნეთ და სპორტით დაკავდით.
თევზები
რთულ სიტუაციებში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. თქვენს ერთ-ერთ ახლო ნათესავს თქვენი დახმარება და მხარდაჭერა დასჭირდება. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს – ეს სიტუაციის სწორად შეფასებასა და შეცდომების აცილებაში დაგეხმარებათ.