პანამაში, დარიენის ყურის გადაკვეთისას, წყალდიდობის გამო, 10 მიგრანტი დაიღუპა. მიგრანტები სოფელ კარეტოს მახლობლად, ადიდებულ მდინარე პანამაში დაიხრჩვნენ.
ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ეროვნული სასაზღვრო სამსახურს შემთხვევის შედეგად დაღუპული მიგრანტების ეროვნება არ დაუკონკრეტებია, სამსახური არც მათი დაღუპვის დროს აკონკრეტებს.
CNN-ის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ მიგრანტები ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს საზღვარზე არასანქცირებული გზებით გადაჰყავდა, რა დროსაც ისინი დაიღუპნენ.
დარიენის დერეფანი ტროპიკული ტყეების მთიანი რეგიონია, რომელიც კოლუმბიას პანამასთან აკავშირებს და მიგრანტებისთვის კრიტიკულად