Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო
  • “ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა
  • პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
  • აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა
  • საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » “30 წლის წინ სოხუმიდან წამოსულ სოხუმელს დღესაც ვცნობ ათასს სხვა ადამიანში”- კახა კვაშილავა

“30 წლის წინ სოხუმიდან წამოსულ სოხუმელს დღესაც ვცნობ ათასს სხვა ადამიანში”- კახა კვაშილავა

06:19 - 12/12/2023147 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

🔵“სოხუმი სხვანაირი ქალაქია საქართველოში. მრავალეროვანი. ბაბილონის გოდოლივით ერთმანეთში ირეოდა ქართული, მეგრული, სვანური საუბრები, აფსარული, რუსული, სომხური, ბერძნული, ბოშური ენები. როცა ტურისტები ჩამოჰყავდა საკრუიზო ხომალდს, მაშინ ენათა პალიტრა კიდევ უფრო აჭრელდებოდა. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ სოხუმელებმა რამდენიმე ენა თავისუფლად თუ არა, საყველპურო დონეზე მაინც იცოდნენ, ან მისალმება-დამშვიდობება და თუ საქმე და ვითარება მოითხოვდა, პატარა საუწმაწურო სიტვებსაც მოიშველიებდნენ სხვათა ენაზე. ეს ლექსიკონი კი ლამის ყველამ იცოდა და ვაი, თუკი მას ვინმე უადგილოდ და ტყუილუბრალოდ გამოიყენებდა. აქ უკვე საქმე გართულდებოდა. ასე რომ, ამ ლექსიკას კბილს მაგრად აჭერდნენ.

ბანერი პოზიცია-5

🔵მოდაც სოხუმიდან შემოდიოდა. ტურისტული გემის ჩამოდგომა და მეორე დღეს ახალმოდურად გამოპრანჭულ სოხუმელთა დეფილე ეწყობოდა ქალაქში. ქალაქმა განაპირობა, რომ სოხუმელები მორჩილი საბჭოელები არ იყვნენ. შეიძლება “ძირს კომპარტია”-ს ხმამაღლა არ გაჰყვიროდნენ (ამისთვის, რაც მოხდებოდა, ყველამ იცოდა და გაციმბირება არავის უნდოდა), მაგრამ იმოსებოდნენ ისე, როგორც დაუშვებელი იყო საბჭოთა ტიპის “მოქალაქისთვის”. ხელისუფლება თვალს ხუჭავდა პროტესტის ამ ფორმაზე. “ოღონდ ბუნტი ნუ იქნება”.

🔵სოხუმელთა საფიხვნოზე, “ბრეხალოვკას” ანუ სალაყბოს რომ ეძახდნენ, ისეთ რამეებზე საუბრობდნენ, რისთვისაც ციხის კარები ღია იყო, მაგრამ არავის აპატიმრებდნენ, რადგან ბრეხალოვკაზე, ქვიშაზე მოხარშული ყავით მასლაათი და თან დომინოს რახუნისას, ნარდის გაგორებისას თუ ჭადრაკში ტვინის ჭყლეტისას “კაი ბიჭები” თუ სამართალდამცავები, პროფესორები თუ პოეტ-მწერლები, საქმოსნები თუ უსაქმურები, ხუმრობით თუ სერიოზულად ისეთ ამბებს განიხილავდნენ, საქვეყნოდ რომ მეორე დღეს თუ ერთი კვირის შემდეგ იქცეოდა. ამიტომ ბრეხალოვკაში ადგილის დამკვიდრება არც თუ ადვილი იყო. იქ უნდა დაგედასტურებინა, რომ ღირსი იყავი სოხუმელთა “აკადემიკოსობისა”. ამისთვის, პირველ რიგში, ღირსეული ქცევა უნდა გეჩვენებინა ან სხვა, “სტაჟიან” ბრეხალოვკელს ჩაესვი “სასტავში”. ის შემომყვანი კი რეკომენდატორი ხდებოდა, რომელსაც შემდგომ პასუხი მოეთხოვებოდა “პროტეჟეს” უღირსობისთვის, თუკი ასეთი რამ გამოჩნდებოდა.

🔵ბრეხალოვკა – ჩვეულებრივი “ბირჟა” თითქოს – სინამდვილეში უფრო მნიშვნელოვანი იყო აფხაზეთისთვის, ვიდრე ქალაქის თუ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი სტრუქტურები. რასაც ბრეხალოვკაზე დაადგენდნენ, იმ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ სამართალდამცავები თუ ხელისუფლებია სხვა ორგანოები.
ბრეხალოვკა ერთგვარი სახალხო საბჭო იყო.

🔵თუმცა ომი ბრეხალოვკამ ვერ აიცილა. ვერ მოერია ამ პრობლემას, რომელიც აფხაზეთის გარეთ იშვა და რამაც სოხუმელები ერთმანეთს წაჰკიდა. ემოციებმა იმძლავრა მაშინ. სამხრეთელთა ცხელი გული უფრო ძლიერი აღმოჩნდა გონებაზე.

უყვართ სოხუმელებს სანაპიროსა და ბულვარზე გამოსეირნება. თან ქალაქი ისეა დაპროექტებული, რომ ზღვა ყველა მხრიდან ჩანს. ზღვა კი უსაზღვრობაა, თავისუფლებაა, სილაღეა, ღიაობაა. ზღვამ შვა სოხუმელთა ხასიათი.

🔵ჩამოსხდებოდნენ კაფეში და, შეუკვეთავდნენ, პირველ რიგში, ქვიშაზე მოხარშულ ცხელ ყავას თუ ცივ ყავას სოხუმური ნაყინითურთ. წრუპავდნენ გემრიელად და ზღვას უყურებდნენ. ვინ რას ხედავდა ლურჯ ჰორიზონტში და ვინ – რას. ყველას მისი საკუთარი ოცნება ჰქონდა, რომელსაც გაანდობდა ძმაკაცსა თუ დაქალს, ან საიდუმლოდ დაიტოვებდა სამუდამოდ. მაგრამ შორს, ჰორიზონტისაკენ მაინც იყურებოდა.

🔵არც საკურორტო რომანები აკლდა ქალაქს. ამის გარეშე ზღვისპირა ქალაქი როგორ იქნებოდა. და არც იყო. ზღვის ოდნავი დათბობის პირდაპორპროპორციული იყო სოხუმელ ჯეელთა ვნებები დაცხელება მოძმე საბჭოთა რესპუბლიკების მშვენიერი წარმომადგენლებისადმი. პრობლემები სოხუმშიც იყო. მაგრამ რაღაცნაირად წყდებოდა ეს საკითხები.

🔵ლაღი ქალაქი იყო ძველი სოხუმი. ალბათ ახლაც შეინარჩუნებდა ამ თავისუფლებას, თუმცა ქართველების გარეშე, ძნელად წარმოსადგენია.

30 წლის წინ სოხუმიდან წამოსულ სოხუმელს დღესაც ვცნობ ათასს სხვა ადამიანში. ის სოხუმელობა ვერ ამოგვეშალა.
ისევ იქით ვიყურებით, ჰორიზონტისკენ”.

✅სოციალური ქსელი -კახა კვაშილავა© -ისტორიის დოქტორი,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

17:57 - 08/05/2025

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

17:05 - 08/05/2025

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

15:32 - 07/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,010 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023809 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.