Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო
  • “ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა
  • პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
  • აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა
  • საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » 5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

02:01 - 05/10/202410 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn
⭐⭐⭐რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ოქტომბრისთვის ⭐⭐⭐

ვერძი

ბანერი პოზიცია-5

მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი დღეა. ეცადეთ, ადრე გაიღვიძოთ და მუშაობა დაიწყოთ. შესაძლოა, რაღაც საკითხმა გაგაბრაზოთ ან იმედი გაგიცრუოთ. გირჩევთ, ბრაზი საყვარელ ადამიანებზე არ იყაროთ და საკუთარი სიტყვები და ქმედებები აკონტროლოთ. კარგი იქნება, თუ დღის მეორე ნახევარში ვარჯიშის ან სეირნობის დროს გამონახავთ. იქნებ დაფიქრდეთ და გაწყვიტოთ კავშირები, რომლებიც თავისუფლებას გიზღუდავენ.

კურო

ამ დღის მოვლენები განწყობას აგიმაღლებთ და ნათელ ემოციებს გაჩუქებთ. ეცადეთ, დღე აქტიურად გაატაროთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და საინტერესო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღოთ. ხელსაყრელი დღეა ექსპერიმენტის ჩატარებისა და ახალი გამოცდილების მიღებისთვის. წვრილმან პრობლემებს სწრაფად და წარმატებით გაუმკლავდებით. ამ დღეს საშუალება გექნებათ, ახლობელ ადამიანებს პატარა გამოცდა მოუწყოთ და მათ ერთგულებაში დარწმუნდეთ.

ტყუპები

დილიდან ღრუბლებში დაფრინავთ და რეალობის დანახვა გიჭირთ. ვარსკვლავები გირჩევთ, რომ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და ნებისმიერ საქმეს პრაგმატულად შეხედოთ. გარშემომყოფებს ნუ მისცემთ უფლებას, რომ გმართონ. გაწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც ცდილობს, თქვენთვის მიუღებელი ნაბიჯის გადადგმა გაიძულოთ. პრინციპულ საკითხებში უკან არ უნდა დაიხიოთ – პიროვნული ხიბლისა და დიპლომატიის წყალობით მეტის მიღწევა შეგიძლიათ.

კირჩხიბი

თუ შემოდგომის სევდამ შემოგიტიათ, მოძებნეთ პოზიტიური და აქტიური ადამიანები და მათთან ერთად მხიარული წვეულება მოაწყვეთ. ახალი ნაცნობობა დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ, თუმცა გირჩევთ, ახლად გაცნობილ ადამიანთან პოლიტიკაზე საუბარს ან საკამათო თემების განხილვას მოერიდოთ.

ლომი

ეცადეთ, საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ და თქვენი ცოდნა და გამოცდილება პრობლემების სწრაფად და წარმატებით მოგვარებისთვის გამოიყენოთ. ხელსაყრელი დღეა წარსულის გახსენებისა და შეფასებისთვის. მიმდინარე მოვლენებში გარკვევა ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ უნდა სცადოთ. რაღაცების სწორად გამოთვლა და ახლობელ ადამიანებთან საკუთარ გეგმებზე საუბარი მოგიწევთ.

ქალწული

საყვარელი ადამიანების გულწრფელობამ შეიძლება გაგაოცოთ და ერთ-ერთ მათგანთან ურთიერთობის შეცვლა გაიძულოთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ უფრო რბილი და დამთმობი იყოთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ, მაგრამ მანამდე სასურველია, რომ გამოცდილი ადამიანების რჩევა მოისმინოთ და მოსალოდნელი შედეგი კარგად გათვალოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ახალ ადამიანებთან შეხვედრისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. დისკუსიის დროს შესაძლოა, თავში ბრწყინვალე იდეა მოგივიდეთ და მნიშვნელოვანი მოვლენის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. დროა, საკუთარი ემოციური ცხოვრება უსარგებლო ნარჩენებისგან გაწმინდოთ და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. გირჩევთ, სამსახურის არსებობის შესახებ დაივიწყოთ და მთელი დღე გართობას და დასვენებას დაუთმოთ.

მორიელი

ხელსაყრელი დროა ბოლოდროინდელი მოვლენების შეფასებისა და დასკვნების გამოსატანად. ეცადეთ, პრიორიტეტები განსაზღვროთ და ახალი მიზნები დაისახოთ. თავი შეიკავეთ რთული და შრომატევადი საქმეების დაწყებისგან. ამ დღეს კარგად უნდა დაისვენოთ და ახალი სამუშაო კვირის წინ ძალები აღიდგინოთ. ახალი ურთიერთობები ძველების დატოვებულ სიცარიელეს ამოავსებს. წინ საინტერესო მოვლენები გელით.

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი დაძაბული და ნერვიული იქნება. გარშემომყოფთა უტაქტობა გაღიზიანებთ და მზად ხართ თოფის წამალივით აფეთქდეთ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, მომხდარს იუმორით შეხედოთ. თუ მოისურვებთ, შეგიძლიათ, შეიმსუბუქოთ ვალდებულება, რომლის აღებასაც უკვე ნანობთ. გირჩევთ, საღამოს თქვენი პარტნიორი რომანტიკულ პაემანზე მიიწვიოთ.

თხის რქა

ფრთხილად იყავით – ადამიანი უახლოესი გარემოცვიდან ეცდება, ზიანი მოგაყენოთ და რაიმე მოქმედებისკენ გიბიძგოთ. უსიამოვნო საუბრის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და მთელი დღე სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. სავარაუდოდ, დიდი ზეწოლის ქვეშ ხართ, მაგრამ ძველი მეგობრის ან საყვარელი ადამიანის რჩევა ვითარების განმუხტვაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. გირჩევთ, ადამიანს, რომელიც დახმარებას გთხოვთ, უარი არ უთხრათ. საყვარელ ადამიანთან საერთო პრობლემებზე გულწრფელად საუბრის და რთული აღიარების დროა. გაითვალისწინეთ, რომ ფულით ემოციური უკმარისობის შევსება შეუძლებელია, თუმცა რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შეიძლება მრავალმხრივ სასარგებლო იყოს.

თევზები

დღის პირველი ნახევარი დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ და განწყობას აგიმაღლებთ. სასიამოვნო და მეგობრული საუბრები კი ურთიერთობას გააუმჯობესებს. ამ დღეს მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები არ უნდა დაგეგმოთ. ეცადეთ, საკუთარ თავზე მეტად ახლობელ ადამიანებზე იზრუნოთ, დროებით მაინც. კარგი იქნება, სრულყოფილ დასვენებაზე იფიქროთ – ეს ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

 

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

17:57 - 08/05/2025

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

17:05 - 08/05/2025

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

15:32 - 07/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,010 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023810 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

14 მაისი- თამარობა

წერილი,ჩემს შვილს💖 -ნინო ლუკმიაშვილი

უჩა აბაშიძის მორალის ხალხია ოპოზიცია, რა პარლამენტის შენობაში არიან დეპუტატები, ხომ უნდა მოგაფიქრდეს?!-მამუკა მდინარაძე

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.