83 წლის ალ პაჩინო მეოთხე შვილს ელოდება. მსახიობის მეგობარი ქალი, 29 წლის ნურ ალფალა ორსულად არის. წყვილისთვის ეს პირველი საერთო შვილია.
პაჩინო არასდროს ყოფილა დაქორწინებული. პირველი შვილი, ჯული მერი 1989 წელს შეეძინა, ბავშვის დედა იმდროინდელი მეგობარი ქალი, სამსახიობო ხელოვნების მასწავლებელი ჯენ ტარანტი იყო. პაჩინო 6 წლის განმავლობაში ხვდებოდა მსახიობ ბევერლი დ’ანჯელოს, მათ 2001 წელს ტყუპი შვილები, ენტონი ჯეიმსი და ოლივია როუზი შეეძინათ.
ნურ ალფარა დამწყები პროდიუსერია. მისი და მსახიობის ურთიერთობა 2020 წელს დაიწყო.
მაისის დასაწყისში ალ პაჩინოს ახლო მეგობარი და კოლეგა, 79 წლის რობერტ დე ნირო მეშვიდედ გახდა მამა.