Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • შიო მესამე – ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას და აღვაპყროთ გონება წმინდანებისკენ, მათ ვთხოვოთ შეწევნა, რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მეტად მივიღებთ მადლიან შეწევნას, დახმარებას
  • პროკურატურამ გია ბარამიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
  • ხვიჩა კვარაცხელია “ოქროს ბურთის” 30 ნომინანტს შორისაა
  • ღარიბაშვილი: მე საქართველოს ვემსახურები, ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ევროპარლამენტის რეზოლუციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს-ზურაბ ჭიაბერაშვილი

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს-ზურაბ ჭიაბერაშვილი

13:13 - 09/10/2024
Facebook Telegram Twitter LinkedIn

რეზოლუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია. ერთი მხრივ, რეზოლუცია მკაფიოდ ამბობს, რამდენად დიდ სარგებელს მიიღებს ქართველი ხალხი და, მეორე მხრივ, ნათქვამია, რომ არჩევნები თუ გაყალბდება, მაშინ დავკარგავთ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან და ხელიდან გავუშვებთ შანსს, ვიყოთ ყველაზე წარმატებული კავშირის წევრები, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპარლამენტართა მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის შეფასებისას განაცხადა.

ჭიაბერაშვილის თქმით, ევროპელებს აქვთ იმედი, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს დემოკრატიისა და ევროპის სასარგებლოდ.

„გუშინდელმა დებატებმა აჩვენა და დღეს ამას კიდევ ერთხელ დაადასტურებს რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, რომ ქართველ ხალხს აქვს ევროპელი ხალხების, ევროპის კავშირის მყარი და მკაფიო მხარდაჭერა იმ არჩევანში, რომელიც გაკეთდება 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ. რეზოლუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია. ერთი მხრივ, რეზოლუცია მკაფიოდ ამბობს, რამდენად დიდ სარგებელს მიიღებს ქართველი ხალხი და, მეორე მხრივ, ნათქვამია, რომ არჩევნები თუ გაყალბდება – და მხოლოდ ასე შეიძლება „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში, მაშინ ჩვენ დავკარგავთ იმ სარგებელსაც, რომელიც უკვე გვაქვს – უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან და ხელიდან გავუშვებთ შანსს, ვიყოთ ყველაზე წარმატებული კავშირის, ევროკავშირის წევრები. რეზოლუციაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უპირობოდ, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და სრულიად ნათელია, რომ პოლიტიკური დევნა, რომელსაც 12 წელია, „ქართული ოცნება“ ახორციელებს, შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან, კანონის უზენაესობასთან და მმართველობის ევროპულ სისტემასთან. არჩევანი ქართველ ხალხზეა, ევროპელებს აქვთ იმედი, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს დემოკრატიისა და ევროპის სასარგებლოდ“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

14-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა. პროექტის სახელწოდებაა „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“. 14 ევროდეპუტატის პროექტში არის მოთხოვნები, მათ შორის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ივანიშვილისა და სხვა პირების სანქცირება, სააკაშვილის გათავისუფლება, ოჯახურ ღირებულებათა კანონის გაწვევა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა

12:30 - 14/09/2026

შიო მესამე – ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას და აღვაპყროთ გონება წმინდანებისკენ, მათ ვთხოვოთ შეწევნა, რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მეტად მივიღებთ მადლიან შეწევნას, დახმარებას

20:04 - 11/09/2026

პროკურატურამ გია ბარამიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავა

19:49 - 11/09/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.