Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო
  • “ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა
  • პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
  • აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა
  • საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ამის მთავარი გასაღები არის ეკონომიკის განვითარებაში-ირაკლი კობახიძე

ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ამის მთავარი გასაღები არის ეკონომიკის განვითარებაში-ირაკლი კობახიძე

00:58 - 10/10/20242 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში, სადღაც 3-4 წლის თავზე დაიწყება ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების პროცესი, ამის მთავარი გასაღები არის ეკონომიკის განვითარებაში, -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში.

ბანერი პოზიცია-5

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ ამოცანის შესრულება სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

„ჩვენ პრეზენტაციისას მაგალითად ავიღეთ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი და ჩამორჩენა 2012 წლამდე ამ ქვეყნებთან იყო დაახლოებით ოთხმაგი. 2,5 იყო საბერძნეთთან, ოთხმაგი იყო ჩამორჩენა ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია. როცა ოთხმაგია ეკონომიკური ჩამორჩენა, ავტომატურად ეს განაპირობებს მიგრაციას, ფიზიკის კანონივით არის – როცა ერთგან არის მეტი ეკონომიკა, მეორეგან არის ოთხჯერ ნაკლები ეკონომიკა, მიგრაციის პროცესები ბუნებრივად წარიმართება. 2028 წლისთვის ჩვენი ჩამორჩენა საფრანგეთთან, იტალიასთან, დიდ ბრიტანეთთან ორმაგზე ნაკლები იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რაც უფრო ნაკლები იქნება ეკონომიკური სხვაობა იქნება საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, მით უფრო ნაკლები იქნება მიგრაცია.

„აქაც მთავარი გასაღები არის რეალურად ეკონომიკაში. მიზეზი, მაგალითად, რატომაც ჩამოდიან რეგიონებიდან თბილისში, ბათუმში, დიდი ქალაქებში არის ისევ და ისევ იგივე. თბილისში არის ეკონომიკა რამდენჯერმე მეტი, ვიდრე მაღალმთიან კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, აქედან გამომდინარე, გვაქვს მიგრაციის პროცესი კონკრეტული რეგიონებიდან ქვეყნის დედაქალაქში, ან ბათუმში და ა.შ. ანალოგიურად, სამწუხაროდ, გვაქვს მიგრაციის პროცესი ქვეყნის გარეთ. ასეთი პრობლემა ჰქონდა არაერთ ქვეყანას, მათ შორის რომ ავიღოთ ლიეტუვა და ლატვია – ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ლიეტუვის მოსახლეობას შემცირდა 600 ათასით – 20 პროცენტზე მეტით და ლატვიის მოსახლეობა შემცირდა 400 ათასით, აქაც 20 პროცენტზე მეტით. აქაც მარტივი მიზეზი იყო – ლიეტუვისა და ლატვიის მოსახლეობა იყო უფრო რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობა, ეკონომიკებს შორის იყო სხვაობა. ამან განაპირობა ბუნებრივად მიგრაცია, მით უმეტეს, რომ ლიეტუველებისა და ლატვიელებისთვის გახსნილი იყო საზღვრები იმის გამო, რომ ისინი გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როცა არის სხვაობა ეკონომიკებს შორის, ეს ავტომატურად განაპირობებს მიგრაციას. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ 2012 წლის შემდეგ პრაქტიკულად მოვახერხეთ მოსახლეობის რაოდენობის შენარჩუნება. თითქმის იდენტურია, მცირე კლება გვაქვს 2012 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში 221 ათასი ადამიანით შემცირდა ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არსებითად მოსახლეობა იყო 3,7 მილიონი და ახლაც არის 3,7 მილიონი, არის მცირე კლება. ამის მიზეზიც არის ის, რომ ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ კვლავაც გვაქვს ჩამორჩენა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან, რის გამოც მიგრაციის პრობლემა ძალაში რჩება. როგორც კი განვითარდება ეკონომიკა და შემცირდება სხვაობა საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკებს შორის, მაშინვე შემცირდება მიგრაციაც. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში, სადღაც 3-4 წლის თავზე დაიწყება ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების აქტიური პროცესი, ამის მთავარი გასაღები არის ეკონომიკის განვითარებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

17:57 - 08/05/2025

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

17:05 - 08/05/2025

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

15:32 - 07/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,010 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023809 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.