ჩვენ ძალიან ბევრი დავკარგეთ და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტს ვკარგავთ. დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები, დავკარგეთ თაობა ადამიანებისა, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი ყოფილმა თანაპარტიელმა არტემ დმიტრუკმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
მან აღნიშნა, რომ ომი არ არის მხოლოდ ფრონტი, რაკეტები და დაღუპულები.
„მილიონობით ადამიანი გაქცეულია უკრაინიდან. ასევე, ხელისუფლება ატარებს რეპრესიებს უკრაინის ხალხის წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ, საქართველოში მართლმადიდებლური რწმენა რომ აეკრძალათ, რაც ხდება უკრაინაში. უკრაინაში პრეზიდენტის თაოსნობით, პარლამენტმა ოფიციალურად ხმა მისცა, რომ აკრძალულიყო მართლმადიდებლური რწმენა, იკეტება მართლმადიდებლური ტაძრები, სცემენ მღვდლებს, მღვდლები სხედან ციხეებში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ნუთუ, ამის სურვილი აქვთ ქართველებს?
ჩვენ დავკარგეთ მთელი თაობა ადამიანებისა. რა მოხდება შემდგომ? ჩვენ ერთი გზა გვაქვს, მხოლოდ მშვიდობის გზა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი დავკარგეთ და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტს ვკარგავთ. დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები, დავკარგეთ თაობა ადამიანებისა. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება, სწრაფად მივიყვანოთ ქვეყანა მშვიდობამდე“, – განაცხადა დმიტრუკმა.