„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ძველი ქანდის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრეს ქვეყანაში და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ასევე ძველ ქანდაში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა.