„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ქალაქ თერჯოლისა და ბარდუბნის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა მოქალაქეებისგან საინტერესო იდეები და რჩევები მოისმინა, მათთან ერთად შედგა სამოქმედო გეგმა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.
„მოქალაქეების ასეთი ჩართულობა, აქტიური მზადება 26 ოქტომბრის სწორი არჩევანის გასაკეთებლად, მაძლევს საშუალებას არაერთხელ გავიმეორო, რომ ხალხი ბრძენია და იცის, რომ „ქართული ოცნება“ არის ის რეალური ძალა, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს წარმატებისა და განვითარებისაკენ”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.