მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 91 პროცენტზე მეტი უკვე დათვალა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედ პრეზიდენტ მაია სანდუს მხარი ამომრჩეველთა 38,17 პროცენტმა დაუჭირა, ხოლო მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილ ალექსანდრე სტოიანოგლოს – 28,61 პროცენტმა.
მესამე ადგილს „ჩვენი პარტიის“ ლიდერი რენატო უსათი იკავებს 13,71 პროცენტით.
იმ შემთხვევაში, თუ ხმების სრულად დათვლის შემდეგ, აღნიშნული მონაცემები არ შეიცვლება და ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 50 პროცენტზე მეტს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.