Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
  • შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
  • 25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს
  • თბილისის საკრებულომ დღეს ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი – 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
  • გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ოპოზიციას ყოველდღე ახალ-ახალი ულტიმატუმები აქვს, გაგვიჭირდება, გავყვეთ ამ დინამიკაში, ვისურვებდით, ყველამ იაზროვნოს რაციონალურად -ილია დარჩიაშვილი

ოპოზიციას ყოველდღე ახალ-ახალი ულტიმატუმები აქვს, გაგვიჭირდება, გავყვეთ ამ დინამიკაში, ვისურვებდით, ყველამ იაზროვნოს რაციონალურად -ილია დარჩიაშვილი

20:53 - 11/11/20240 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

ვისურვებდით, რომ ყველამ იაზროვნოს რაციონალურად. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკოსებიც, რომლებიც დღეს ხელოვნურად შექმნილ კონიუნქტურაში სხვადასხვა ტიპის მოთხოვნებს თუ გაუგებარ პრეტენზიებს უყენებენ ჩვენს ქვეყანას, ადრე თუ გვიან მიხვდებიან და დასხდებიან დიალოგის მაგიდასთან,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

ბანერი პოზიცია-5

ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია მთავრობის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული და ღირებული წევრი.

„ოპოზიციას ყოველდღე ახალ-ახალი ულტიმატუმები აქვს, ჩვენ გაგვიჭირდება გავყვეთ მათ ამ დინამიკაში. ვისურვებდით, რომ ყველამ იაზროვნოს რაციონალურად. სახელმწიფოებრივი აზროვნება, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ქმედებები აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკოსებიც, რომლებიც დღეს ამ ხელოვნურად შექმნილ კონიუნქტურაში სხვადასხვა ტიპის მოთხოვნებს თუ გაუგებარ პრეტენზიებს უყენებენ ჩვენს ქვეყანას, ხელისუფლებას, ადრე თუ გვიან მიხვდებიან და დასხდებიან დიალოგის მაგიდასთან, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკა განვახორციელოთ, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი.

კანონებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი განცხადება გვაქვს გაკეთებული. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ საჭიროებებზე, რატომ გახდა ამ კანონების მიღება საჭირო, კონკრეტულ არგუმენტებზე და მოცემულობაზე. ჩვენი პოზიციები ნათელია ჩვენი პარტნიორებისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას ყველა დონეზე, თუკი იქნება კონკრეტული რაციონალური პოზიცია ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც მზად არიან, შემოვიდნენ ამ კანონების გარშემო გამართულ დისკუსიებში. რამდენი თვეა, მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს ღიაობაზე, თუმცა არცერთი კონკრეტული არგუმენტი, შემოთავაზება მათი მხრიდან არ ყოფილა. დარწმუნებული ვარ, თუკი მათ რეალურად აინტერესებთ ამ კანონების გარშემო არსებულ დისკუსიებში ჩართვა, უნდა მოიტანონ კონკრეტული არგუმენტები, ხედვა და არა – ზედაპირული და ჰიპოთეტური შეფასებები.

რაც შეეხება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაკეთდა ძალიან ბევრი და გაკეთდება მომავალშიც, რადგან ეს არის ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული და ღირებული წევრი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

23:49 - 06/01/2026

შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

16:40 - 06/01/2026

25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

10:00 - 25/12/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,016 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,180 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023821 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

საშობაო ტრადიცია საქართველოში

შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.