Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო
  • “ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა
  • პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
  • აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა
  • საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ოპოზიციამ ევროკავშირს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნა – კახა კალაძე

ოპოზიციამ ევროკავშირს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნა – კახა კალაძე

18:40 - 18/11/20240 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

„ისინი არიან მოღალატეები, მათი პოლიტიკა გაჯერებულია სიძულვილით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით და ამ ყველაფრის შეფასება ისევ საზოგადოებისთვის მიმინდვია”, – დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ასე შეაფასა ოპოზიციური ძალები თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

ბანერი პოზიცია-5

როგორც მან აღნიშნა, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერონ და ამ მიზნით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნეს.

„ცესკო-მ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რითაც საარჩევნო პერიოდი დასრულდა. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს მოსახლეობას არჩევნების წარმატებით ჩატარება, რომელიც სრულად დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში წარიმართა. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია, ეწარმოებინა ხალხთან შეხვედრები. არჩევნები იყო მრავალპარტიული და მოსახლეობას ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა 1 200 000-ს მოქალაქეს, ვინც აირჩია ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება, წინსვლა და ამ პროცესებს ვერაფერი შეაჩერებს.

აქვე შევეხები ახლახან გავრცელებულ ინფორმაციას. რადიკალურმა ოპოზიციის წარმომადგენელმა ოთხმა პარტიამ („ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია სააართველოსთვის”) ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნეს. ინფორმაცია მათივე პარტიის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს.

წერილში წერია: გადაიდოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები, შეჩერდეს ყველა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, გაიყინოს ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმები, შეჩერდეს 120 მილიონი ევროს ოდენობის ყოველწლიური ფინანსური დახმარების გამოყოფა საქართველოსთვის და ეს თანხები გადანაწილდეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ე.წ. დამოუკიდებელ მედიაზე, შეიქმნას სამოქალაქო ორგანიზაციების პირდაპირი დაფინანსების მექანიზმი.

რადიკალები საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას და საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობის შეჩერებას მოითხოვენ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილ ანტისახელმწიფოებრივ წერილში, ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს 30 დღის განმავლობაში დაააინიცირონ სპეციალური მისია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს ოპოზიციის გეგმების განხორციელებას და ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ისინი არიან რადიკალური ძალები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვიან, ისინი ბრიუსელში დარბოდნენ, როცა ასოცირების ხელშეკრულებას ვაწერდით ხელს; კაბინეტებში დარბოდნენ, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი გაჩერებულიყო; ასევე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პირდაპირ ჰქონდათ მოწოდებები, რომ ჩვენ ამ სტატუსს არ ვიმსახურებდით. ისინი არიან მოღალატეები, მათი პოლიტიკა გაჯერებულია სიძულვილით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით და ამ ყველაფრის შეფასება ისევ საზოგადოებისთვის მიმინდვია. აღარავისთვის არის უცხო, როგორ ოპოზიციურ ძალასთან გვაქვს საქმე – ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის ღალატი მათი გაცხადებული პოლიტიკაა.

რასაკვირველია, როგორც აქამდე, არც აწი დავუშვებთ მათი გეგმების განხორციელებას. დღეს ხელისუფლება, რომელსაც აქვს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სრული მხარდაჭერა, არის ძლიერი და შესწევს უნარი დაიცვას ქვეყანა არეულობისგან. აქვს ძალა, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, შემოტევების და მუქარების მიუხედავად. დაიცვას საქართველოს ინტერესი, ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, აღმშენებლობა და წინსვლა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

17:57 - 08/05/2025

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

17:05 - 08/05/2025

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

15:32 - 07/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,010 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023809 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.