ევროპარლამენტარი ანდრიას ლასლო ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და ევროკავშირს მიმართავს, შეწყვიტოს საქართველოს დესტაბილიზაცია.
როგორც ანდრიას ლასლო სოციალურ ქსელში წერს, „ქართული ოცნების“ პარტიამ გაიმარჯვა ხალხის დიდი მხარდაჭერით და ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს ქართველების არჩევანს.
„საქართველომ ჩაატარა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. „ქართული ოცნების“ პარტიამ გაიმარჯვა ხალხის დიდი მხარდაჭერით. ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს ქართველების არჩევანს და განაგრძოს მოლაპარაკებები ქვეყანასთან. ეს ორივე მხარის, ევროპისა და საქართველოს ინტერესშია“, – წერს ანდრიას ლასლო.