Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
  • შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
  • 25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს
  • თბილისის საკრებულომ დღეს ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი – 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
  • გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » მამუკა ხაზარაძის ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ მოგვმართა, რაც ჯერ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ხელშეკრულების არარსებობის თაობაზე, ხოლო შემდეგ დაიწყო საკითხის მოკვლევა -შემოსავლების სამსახური

მამუკა ხაზარაძის ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ მოგვმართა, რაც ჯერ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ხელშეკრულების არარსებობის თაობაზე, ხოლო შემდეგ დაიწყო საკითხის მოკვლევა -შემოსავლების სამსახური

17:43 - 05/08/20250 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

მამუკა ხაზარაძის ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ მოგვმართა, რაც ჯერ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ხელშეკრულების არარსებობის თაობაზე, ხოლო შემდეგ დაიწყო საკითხის მოკვლევა, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

ბანერი პოზიცია-5

უწყების თქმით, სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ და თავადვე მოახდინეს ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ანგარიშსწორება.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შორის არსებულ საიჯარო ურთიერთობას, რომლის მოკვლევასაც შემოსავლების სამსახური აწარმოებს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ და თავადვე მოახდინეს ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ანგარიშსწორება.

მამუკა ხაზარაძის ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ მიმართა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დეკლარაციების მოთხოვნით, რაც ჯერ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მხარეებს შორის ხელშეკრულების არარსებობის თაობაზე, ხოლო შემდეგ შემოსავლების სამსახურმა დაიწყო საკითხის მოკვლევა.

ამ დროისთვის შემოსავლების სამსახურის მიერ, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გამოთხოვილია დოკუმენტაცია მათ შორის ხაზარაძის ოჯახისგან, ასევე გამოთხოვილია ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატისგან და საჯარო რეესტრიდან, რათა დადგინდეს, რეალურად არსებობდა თუ არა მხარეებს შორის ხელშეკრულება.

ამასთანავე, შემოსავლების სამსახურს ხაზარაძის ოჯახის მხრიდან გამოთხოვილი აქვს საბანკო ჩარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რათა დადგინდეს, რეალურად რა ოდენობის შემოსავალი აქვს მიღებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისგან ხაზარაძის ოჯახს, რათა შემდგომში დადგინდეს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესაბამისობა.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მამუკა ხაზარაძის ოჯახს, ითანამშრომლოს უწყებასთან და დროულად წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტაცია, რაც აუცილებელია საკითხის სრულყოფილად შესწავლისთვის“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურმა მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემის საკითხთან დაკავშირებით 4 აგვისტოს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო.

მოგვიანებით მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „პიტერ ფიშერთან გაფორმებულ ქირავნობის ხელშეკრულებაზე აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი“ და ამ დროისთვის თანხა სრულად გასტუმრებულია.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

23:49 - 06/01/2026

შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

16:40 - 06/01/2026

25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

10:00 - 25/12/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,016 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,180 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023821 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

საშობაო ტრადიცია საქართველოში

შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.