ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ დაამტკიცეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი.
ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ითვალისწინებს ციფრული და წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები
დოკუმენტის თანახმად, პროექტს მიენიჭა “ორმხრივი ინტერესის პროექტის” (PMI) სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შეძლებს ევროკავშირის დაფინანსების მიღებას და ისარგებლებს დაჩქარებული ნებართვის პროცედურებით.
პროექტი ანაკლიასა და რუმინეთის ქალაქ კონსტანცას შორის 1155-კილომეტრიანი წყალქვეშა გადამცემი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს.
ეს ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში და ევროპულ ენერგეტიკულ ბაზართან ინტეგრაციაში.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისია-მ PMI სტატუსი სულ 235 საზღვრისპირა ენერგეტიკულ პროექტს მიანიჭა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

