Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ვიღას ემახსოვრება ახლა საქართველოში ლევანიო…ვერავინ იტყვის ამას!-სანდრო ელოშვილი
  • მართვის მოწმობის გამოცდები მარტივდება -რა იცვლება თეორიულ და პრაქტიკულ ტესტებში
  • “უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა”-პატრიარქი
  • “ჰანტავირუსის” აფეთქება საკრუიზო გემზე – გველის თუ არა ახალი პანდემია?
  • შიო მესამე -“საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას. მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას”
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ვიღას ემახსოვრება ახლა საქართველოში ლევანიო…ვერავინ იტყვის ამას!-სანდრო ელოშვილი

ვიღას ემახსოვრება ახლა საქართველოში ლევანიო…ვერავინ იტყვის ამას!-სანდრო ელოშვილი

"ერეკლე II პირდაპირი შთამომავალი იყო და აბა რა გასაკვირია თუკი გულმა გადაღებებისკენ კი არა ომისკენ გაუწია! "
13:01 - 22/05/2026
Facebook Telegram Twitter LinkedIn
 “ირაკლი სოლომანაშვილს ერთი ასეთი პიესა აქვს აფხაზეთის ომზე, “ქვირითობა“ ჰქვია… სახელი ამბავთან იმ კავშირშია, რომ არ შეიძლება ქვირითობის დროს თევზის დაჭერა, რადგანაც ამ შემთხვევაში ჩვენ მარტო ერთ თევზს კი არა, მის გამრავლებასაც ვუშლით ხელს…
ქვირითობის პერიოდი ჰქონდა 90 წლებში საჯიშე ბიჭებს და საჯიშე გოგონებს, თითით საჩვენებელი სილამაზის და სიკეთის მქონე ახალგაზრდებს… და ასეთი იყო ლევან აბაშიძეც! ხშირად მსმენია, ფრესკიდან გადმოსულ ბიჭს ეძახდნენ… ისე კი, ერეკლე II პირდაპირი შთამომავალი იყო და აბა რა გასაკვირია თუკი გულმა გადაღებებისკენ კი არა ომისკენ გაუწია!

1992 წლის 5 სექტემბერს გადაღებიდან დაბრუნდა, 6 სექტემბერს ომში წავიდა და 7 ში დაიღუპა… ერთი დღე გაგრძელდა მისი ბრძოლა, წესიერად იარაღის ხმარებაც არ იცოდა, ანდა რატომ უნდა სცოდნოდა, ბიჭს რომელიც თავის თაობის ერთერთი გამორჩეული მსახიობი იყო, დიდი მომავლით…

ამბობენ მის ჯიბეში დაუსრულებელი წერილი უნახავთ, თავის დიდ სიყვარულს რომ სწერდა… ასეა! შეყვარებული ბიჭები ისხდნენ სანგრებში, ტყვიების ზუზუნში და ჭურვების აფეთქებებში, სიყვარულს რომ უხსნიდნენ თავის რჩეულებს!
მე არ ვიცნობ ადამიანს, ვისაც გუგული მგელაძის “ფესვები“ აქვს ნანახი და როგორც მინიმუმ ძალით არ იკავებს ცრემლს ფინალურ სცენაზე, ბაბუის ფერფლით რომ ჩამოდის მატარებლიდან… ვიღას ემახსოვრება ახლა საქართველოში ბაბუაჩემიო?!
სამ ათწლეულზე მეტი გავიდა ლევანის სიკვდილისგან, 63 წლის გახდებოდა დღეს და დღემდე ახალგაზრდა გოგონები შეყვარებული თვალებით უყურებენ მის ფოტოებს, მარადიულად რომ 29 წლის დარჩა… ვიღას ემახსოვრება ახლა საქართველოში ლევანიო… ვერავინ იტყვის ამას! რაინდები არასდროს კვდებიან!
“მერე რა რომ სველია სველი იასამანი?!“ გახსოვთ სპექტაკლი? იქ ასეთი ტექსტია, ფერი გაწყდა ქართველი ბიჭებისო… გენი კი არა, თაობა კი არა… ფერი… კუბოების წინ დაყრილი ფერადი მიხაკები და როგორი ნაცრისფერი იყო მათ მერე ქვეყანა…
არ შეიძლება თევზაობა ქვირითობის დროს… არ შეიძლება!  22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა! ❤ -წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი,  სანდრო ელოშვილი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

მართვის მოწმობის გამოცდები მარტივდება -რა იცვლება თეორიულ და პრაქტიკულ ტესტებში

21:21 - 21/05/2026

“უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა”-პატრიარქი

18:08 - 21/05/2026

“ჰანტავირუსის” აფეთქება საკრუიზო გემზე – გველის თუ არა ახალი პანდემია?

23:07 - 12/05/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.