Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ელისო კილაძეს ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე 10 წლით პატიმრობა შეეფარდა
  • “გამოსასწორებელი კოლონია”  ყოფილა ემიგრაცია…”- თეონა ღვინჯილია
  • CNN- აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შიდა საკომუნიკაციო მკაცრად გასაიდუმლოებული ქსელი გაითიშა
  • რომეო მიქაუტაძეს 3 წლით პატიმრობა და 1 მლნ ლარის ჯარიმა შეეფარდა – სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონება ჩამოერთვა
  • სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ელისო კილაძეს ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე 10 წლით პატიმრობა შეეფარდა

ელისო კილაძეს ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე 10 წლით პატიმრობა შეეფარდა

02:44 - 18/11/2026
Facebook Telegram Twitter LinkedIn
ელისო კილაძემ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.
"„ეს არ იყო ქოლცენტრების საქმე. ეს იყო სპეცოპერაცია ჟურნალისტ ელისო კილაძის პერსონალური განადგურებისთვის".

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ქრონიკა პლიუსის” მთავარ რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ასევე ჩამოერთმევა 30 000 აშშ დოლარი და ორი ავტომობილი.

სასამართლო პროცესები აქამდე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა განაჩენი დღეს საჯაროდ გამოცხადდა.

სხდომაზე ელისო კილაძემ საბოლოო სიტყვით ისარგებლა. მისი განცხადებით, დაკავება პოლიტიკური დაკვეთაა, რომლის ავტორადაც სუს-ის ყოფილ დირექტორს, მამუკა მდინარაძეს ასახელებს.

“ვიცი, რომ ჩემი განაჩენი უკვე დაწერილია, მაგრამ ჩემს პოზიციას მოკლედ მოგახსენებთ, ისტორიისთვის, ოქმისთვის და მომავლისთვის.

ერთ პროცესზე კითხვა დამისვით – რატომ უფრო მოკლე გზა არ აირჩიეს – „ქოლცენტრების“ მონოპოლია რატომ არ დაგაბრალოთ. მას მერე მეც ვფიქრობ ამ კითხვაზე – რატომ? ბრალდების მხარის საბოლოო სიტყვის აქცენტებმა ამ კითხვაზე პასუხი ჩამომიყალიბა. ეს არ იყო „ქოლცენტრების“ საქმე! ეს იყო სპეცოპერაცია ჟურნალისტ ელისო კილაძის პერსონალური განადგურებისთვის, მისი რეპუტაციული სიკვდილისათვის, „ქრონიკა +“-ის დასახურად!

პროკურორმა ბრძანა ელისო კილაძე რიგითი ჟურნალისტი არ იყო, აქ ბრალდებულ ჟურნალისტებს არ ჰგავსო, დიდი აუდიტორია ჰყავს და ცნობადი სახეაო. მიმოწერის და ზარების აკრძალვის დაყენებისასაც ასე წერეს – მისი ცნობადობის და კავშირების გათვალისწინებით, შეეცდება საზოგადოება დაარწმუნოს მის სიმართლეშიო. ესაა თქვენს კითხვაზე პასუხიც.

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება სწორედ ჩემს რეპუტაციას, პრინციპებს, სამართლიანობისთვის ბრძოლას შევალიე. ამ საქმით სწორედ ამ მონაპოვარს ანადგურებენ.

„თავს წარმოაჩენდა როგორც „ქოლცენტრებთან“ მებრძოლი ჟურნალისტი, მზადაა ფულის სანაცვლოდ ნებისმიერი ადამიანი „გააშავოს“, ჯიბლაძის დაკვეთით ჩავიდა ბათუმში, „ქოლცენტრის“ საინფორმაციო მხარდამჭერი იყო ფულის სანაცვლოდ“ – ასეთ ფრაზებს ბლომად შეხვდებით ოქროს მოწმეების გამოკითხვის ოქმებში (მამუკა მდინარაძის სცენარი).

დახურეს პროცესი, იმიტომ რომ საზოგადოებას ვერ გაეგო ჩემი სიმართლე. მიუხედავად ასეთი იზოლაციისა, ხალხმა არ დაიჯერა რომ „ქოლცენტრების“ მხარდამჭერი ვიყავი და ფულს ვიღებდი. არ დაიჯერა, რომ ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრი ვარ (ფარცხალაძეს საერთოდ არ ვიცნობ), რომ ფულს მიხდიდნენ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის და ჟურნალისტური გამოძიებებისთვის.

რთული გზა გავიარე. არ იყო მარტივი ცხრა თვე სამარტოო საკანში, მენატრებოდა შვილის ხმის გაგონება, ჩემი შვილიშვილების ყველა წარმატება გამოვტოვე, მაგრამ სიმართლე მაძლიერებდა. მაძლიერებდა ხალხის მხარდაჭერა, რომელიც კვირიდან კვირამდე ადვოკატის მეშვეობით აღწევდა ჩემთან, მაძლიერებდა ჩემი კოლეგების, რედაქტორების, ჟურნალისტების პროტესტი და პეტიცია, რომელიც გენერალური პროკურატურის მხრიდან უპასუხოდ დარჩა, მაძლიერებდა ჩემთვის უცნობი მძღოლის თანადგომა, რომელმაც საკუთარ ავტომობილს დააწერა – თავისუფლება ელისო კილაძესო და მომიწოდა, არ დანებდეო. არ დავნებდი, გადავრჩი, გავძლიერდი და ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებ, დღეიდან ან თავისუფლებაზე, ან ციხის საკნიდან.

თქვენო ღირსებავ, ეს დადგმული სცენარი არ ეხება ჩემი საქმიანობის შესწავლას, „ქოლცენტრებთან“ ჩემს კავშირს. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და მისი ავტორი სუს-ის ყოფილი დირექტორი, მამუკა მდინარაძეა. სამწუხაროდ, მას მხარს დღემდე უმაგრებს თანაკურსელი და სიყრმის მეგობარი, გიორგი გვარაკიძე.

მიზანი მიღწეულია, რედაქცია დარბეული და დახურულია, რედაქტორი ციხეშია. თქვენი გამამტყუნებელი განაჩენი იქნება ხელისუფლების პასუხი ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის დასტური.

დასასრულს, მადლობა ჩემს ადვოკატებს, ტიტანური შრომა გასწიეს იმისთვის, რომ ამ სპეციფიკური საქმის სიმართლე ბევრი ადამიანის ყურამდე მიეტანათ, მადლობა ჩემს გუნდს, ჟურნალისტებს, რომლებიც ამ დრომდე უხელფასოდ მუშაობენ. თქვენ მოუსმინეთ აქ რამდენიმე მათგანს, ამ გულწრფელი ემოციების და თავისუფლებისთვის გადახდილი მადლობის უკან ჩვენი პროფესიული ურთიერთობის ბევრი დღე და საათი დგას. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, შვილებს, ძმას, მის არაჩვეულებრივ მეუღლეს, მოკითხვა ჩემს ლიზას და ჩემს ჩემპიონ ნიკას, რომელმაც ჯერ არ იცის ბებო სად გაქრა. მადლობა ჩემს მეგობრებს! თავს არ შეგაწყენთ, უკან არ დაუხევია, სახე არავის დაუკარგავს.

მადლობელი ვარ სახელმწიფო ბრალდების – ამ ტრიბუნასთან რომელიმე ნარკორეალიზატორი რომ არ დააყენეს და მძიმე ნარატივი არ განავითარეს – ნარკოტიკებთან, ბარიგებთან და ნარკოპოლიციელებთან ჩემი უკომპრომისო ბრძოლა რომელიმე ნარკორეალიზატორის დაკვეთად არ გამოაცხადეს.

ციხე სულ სხვა გამოცდილებაა. ბევრი ღირსეული ოფიცერი და თანამშრომელი შემხვდა ამ სისტემაში. ბევრი სიყვარული, თანადგომა და თანაგრძნობა მივიღე მათგან. ბევრი ემოციური მოგონება დამიგროვდა და როცა საშუალება მექნება, მოვყვები. პერსონალური მადლობა ნესტან ვერულაშვილს.

მე არ ვიცი როგორი იქნება ჩემი განაჩენი, მაგრამ ადამიანურად მადლობელი ვარ თქვენი ბატონო მოსამართლევ, პროცესები მშვიდ გარემოში წარმართეთ, არ იყავით შეზღუდული და არ იყენებდით რეპრესიულ სანქციებს.

ბრალს არ ვაღიარებ, დამნაშავე არ ვარ, არ ვაპირებ თავისუფლება მოვიპოვო ან საპროცესო გარიგებით, ან სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე. ჩემი ერთადერთი შეცდომა ისაა, რომ ცუდი ადამიანების მგელთმოშიშობის ვირწმუნე.

ჩვენ ვიბრძვით წყვდიადში, რათა ვემსახუროთ სინათლეს! და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე! სიმართლე სინათლეა – ესაა ჩემი ბოლო სიტყვა!,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

ელისო კილაძის საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ელისო კილაძის თითოეული ქმედება, შენიღბული იყო თაღლითურ “ქოლცენტრებთან” მებრძოლის იმიჯით.

მისი თქმით, ჟურნალისტი ელისო კილაძე, თაღლითური “ქოლცენტრების” საჭიროებების მიხედვით მოქმედებდა და მითითებას იღებდა ჯგუფის სხვა წევრებისგან.

“2020-2023 წლებში სამ სხვადასხვა შპს-ს ბაზაზე, თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ფუნქციონირებდა ხუთი “ქოლცნეტრი”. ამ ჯგუფს ჰყავდა ორგანიზატორები, რომლებიც ადგილზე მენეჯერულ საქმიანობას ეწეოდნენ, ასევე იყვნენ ფიგურები, რომლებსაც გადანაწილებული ჰქონდათ მფარველებთან და სხვადასხვა პირებთან ურთიერთობა და კავშირების დალაგება. ასევე, პირები, რომლებიც პროგრამულად უზრუნველყოფდნენ ამ ყველაფრის ფუნქციონირებას. მფარველებიც მიცემულები არიან პასუხისგებაში.

მოწმეების მიერ მიცემული ინფორმაციით დადასტურდა, რომ ელისო კილაძე თავის შესაძლებლობას იყენებდა იმგვარად, როგორც ეს “ქოლცენტრის” საქმიანობისთვის იქნებოდა საჭირო.

თითოეული მისი ქმედება, შენიღბული იყო თაღლითურ „ქოლცენტრებთან“ მებრძოლის იმიჯით. ის თაღლითური “ქოლცენტრების” საჭოროებების მიხედვით მოქმედებდა და მითითებას იღებდა ჯგუფის სხვა წევრებისგან”,- განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე მიმდინარე წლის 18 თებერვალს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულებისთვის კანონმდებლობა 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე კილაძესთან ერთად პასუხისგებაში არიან მიცემული ოთარ ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. მათაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი. აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

“გამოსასწორებელი კოლონია”  ყოფილა ემიგრაცია…”- თეონა ღვინჯილია

00:30 - 18/11/2026

CNN- აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შიდა საკომუნიკაციო მკაცრად გასაიდუმლოებული ქსელი გაითიშა

23:46 - 17/11/2026

რომეო მიქაუტაძეს 3 წლით პატიმრობა და 1 მლნ ლარის ჯარიმა შეეფარდა – სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონება ჩამოერთვა

16:04 - 23/10/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.