Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • პროკურატურა: ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე თვითმკვლელობის ფაქტი უტყუარად დადასტურებულია – გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა პირები
  • საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
  • პოლიციამ დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
  • დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე: “გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს!”
  • “ნუ ავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას” – ორგანიზაცია “ამრა” დაურ ბუავას გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » სულთმოფენობა – მართლმადიდებელი ეკლესია სულიწმიდის მოფენის დღესასწაულს აღნიშნავს

სულთმოფენობა – მართლმადიდებელი ეკლესია სულიწმიდის მოფენის დღესასწაულს აღნიშნავს

სულთმოფენობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს აღინიშნება და დედაეკლესიის დაარსებას უკავშირდება.
03:49 - 31/05/2026
Facebook Telegram Twitter LinkedIn

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას –  სულიწმინდის გადმოსვლის დღეს აღნიშნავს. 

დღეს, ტრადიციულად, საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება – მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ.

 

სულიწმიდის მოფენა, ანუ სულთმოფენობა ერთ-ერთია 12  საუფლო  დღესასწაულს შორის.

ის აღინიშნება აღდგომის ორმოცდამეათე (მეერგასე) დღეს.

 

მართლმადიდებლური სწავლებით, სულთმოფენობა ეს არის ქრისტეს მიწიერი მისიის დაგვირგვინება, მისი განკაცებით აღთქმის აღსრულება.

ეს არის უმთავრესი მოვლენა, ქრისტიანული რწმენის დაარსებაში, ღმერთთან გაწყვეტილი კავშირის აღდგენაში, კაცთა მოდგმის ხსნის განგებულების საქმეში, რომელსაც მოჰყვა საუკუნო მეუფება უფლისა.

მართლაც, სულთმოფენობა ერთი მხრივ, აგვირგვინებს და ასრულებს ქრისტეს მიწიერ მოღვაწეობას, მეორე მხრივ კი, იწყებს ახალ ეპოქას მსოფლიოს ხალხების ქრისტიანულ ეკლესიაში გაერთიანებისა, რაც განკითხვის დღით ბოლოვდება.

 

სწორედ ამ დღეს უკავშირდება დედაეკლესიის დაარსება და მოციქულები სხვადასხვა ენაზე ამეტყველება.

ახალი აღთქმის თანახმად, ამ დღეს სიონის მთაზე იყო შეკრებილი 120 ადამიანი, იქ იყო ღვთისმშობელიც და ისინი ელოდებოდნენ აღთქმულს, ანუ, მათ იცოდნენ, რომ უნდა დაარსებულიყო დედაეკლესია და სულიწმიდა გადმოსულიყო იქ შეკრებილ საზოგადოებაზე.

მართლაც, როცა ისინი ერთად ლოცულობდნენ, გადმოვიდა სულიწმიდა ცეცხლოვანი ენის სახით და „დაადგრა მოციქულთა ზედა“. ამ მოვლენას ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო და მოისმინეს, თუ როგორ ამეტყველდნენ მოციქულები სხვადასხვა ენაზე.

 

ამ დროს მოციქულებს მიეცათ მადლი ღვთის სიტყვის ქადაგებისა, რათა მათ სხვადასხვა ქვეყანაში ექადაგათ უფლის სარწმუნოება. რადგან ისინი უბრალო მეთევზეები, მებადურები იყვნენ და წერა-კითხვა არ იცოდნენ, უცებ ვერ ისწავლიდნენ სხვადასხვა ენას, ამიტომ ისინი სულიწმიდის მადლით ამეტყველდნენ იმ ენაზე, რომელ ენაზეც ამა თუ იმ ქვეყანაში უნდა ექადაგათ ჭეშმარიტი სარწმუნოება.

 

ასეთი გადმოცემაც არსებობს: რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ამიტომ ის ამეტყველდა ქართულად, რათა ქართულად ექადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. თუმცა მისი კურთხევითვე, ეს ყოველივე აღასრულეს მოციქულებმა – ანდრიამ და სვიმონ კანანელმა.

 

სულიწმიდის გარდამოსვლის დღესასწაულამდე, შაბათს, ეკლესიაში იხდიან დიდ პანაშვიდს მიცვალებულების სულის საოხებლად.

სულის შაბათი, ანუ სულთაობა – ასე უწოდებენ ამ დღეს და ადამიანები საკუთარი გარდაცვლილების მოსახსენებლად, მათი სულის საოხებლად ეკლესიაში მოდიან, ესწრებიან საყოველთაო პანაშვიდს. მეორე დღეს კი, ანუ სულიწმიდის მოფენის დღეს, საზეიმო წირვისას ეკლესია ხის მწვანე რტოებით, ბალახებითა და ყვავილებით ირთვება, რაც იმ წმინდა და განმაცხოვებელ მადლს მოგვაგონებს, სულიწმიდის მოფენის შემდეგ რომ ვიღებთ. ყვავილები და სიმწვანე, სიმბოლურად, სიცოცხლის მანიშნებელია.

 

ამ დღეს ეკლესიაში იკითხება ხანგრძლივი მუხლმოდრეკის ლოცვა. წირვის შემდეგ წინამძღვარი აღსავლის კართან მოიყრის მუხლს, მრევლიც იყრის მუხლს და ამ დროს იკითხება სულიწმიდის მოწვევის ლოცვები. ეს არის ძალიან ლამაზი, ბედნიერი, მისტიკური დღე.

შეიძლება დაგაინტერესოთ

პროკურატურა: ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე თვითმკვლელობის ფაქტი უტყუარად დადასტურებულია – გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა პირები

13:43 - 03/09/2026

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

18:15 - 30/08/2026

პოლიციამ დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

11:55 - 29/08/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.