Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, მომატყუეთ და გადამაგდეთ”- ირაკლი ღარიბაშვილი
  • თითქმის ნახევარი საუკუნეა, “ჩაკრულო” კოსმოსში მოგზაურობს
  • „ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა“ – პაატა კუნჭულიამ ოზურგეთის მერის თანამდებობა დატოვა
  • სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 ადამიანი დააკავეს
  • მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმართა სიიდან გამოტოვება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეპუტაციას აზიანებს -“ნაციონალური მოძრაობა”
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » “თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, მომატყუეთ და გადამაგდეთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

“თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, მომატყუეთ და გადამაგდეთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

22:26 - 20/08/2026
Facebook Telegram Twitter LinkedIn
"თქვენ შეეხეთ ჩემი გულისა და სულის ისეთ შრეებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით „ამაფეთქეთ" და სხვა გზა არ დამიტოვეთ..."

მივმართავ ხელისუფლებას, თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში​ წერს.

 

„მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, მათი ექსპერტების ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებები. ვუყურებ აღვირახსნილ პროპაგანდას სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ მედიაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო და მათი მიზანიც გასაგებია ჩემთვის, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ სულ ტყუილად წვალობთ. ეს წერილი მდინარაძემ თავისი ახლო მეგობრის ხელით გადასცა ჩემი ოჯახის წევრს. ის ადამიანი აბსოლუტურად შემთხვევით აღმოჩნდა ამ შარში, ამიტომ, შეგნებულად არ ვასახელებ მის სახელსა და გვარს. რაც შეეხება მდინარაძეს, მას თუ არ სურს უდანაშაულო ადამიანების დაზიანება, შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა.

 

საზოგადოებას მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ უკვე რვა თვეა, მდუმარედ ვზივარ ციხეში. არავის ჩემი ერთი სიტყვა არ სმენია საჯაროდ. არ გადამიდგამს არც ერთი ნაბიჯი არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. ახლა მივმართავ ხელისუფლებას: თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ, სახლში შემომივარდით როგორც ყაჩაღსა და ბოროტმოქმედს, ამიწიოკეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები, სახლში შეუვარდით დედაჩემსა და მამაჩემს, ჩემს სიმამრსა და სიდედრს… მთელი ეს საშინელი ტკივილი და ტრაგედია, ყველაფერი მოთმინებით და მდუმარებით, ჩემს გულში დავიტიე, ბიძინა ივანიშვილთან ჩემი ოცწლიანი ურთიერთობის გამო, ჩემი მისდამი უდიდესი სიყვარულის, პატივისცემის, უსაზღვრო მადლიერებისა და აბსოლუტური ერთგულების ძალით…

 

აგრეთვე ჩემი პოლიტიკური ოჯახის, გუნდისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამო, უსიტყვოდ ვიტვირთე მთელი ეს სიმძიმე და საკუთარი ფეხით წავედი თქვენს მიერ მოწყობილ დაუნდობელ სამსხვერპლოზე. შედეგად, ხუთი წლის ვადით გამიშვით ციხეში, გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი ცრუ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშებისა და ეჭვების გამო. აბსოლუტურად უმიზეზოდ გამიმეტეთ და გამწირეთ ციხისთვის.

 

ახლა ციხეშიც არ მასვენებთ, მომადექით ამ წერილით და ითხოვთ კორუფციული ბრალის აღიარებას იმ მიზეზით, რომ თქვენს მიერ შემოთვლილი ერთპროცენტიანი რისკიც დააზღვიოთ, რომ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოვშორდე. ამ ყველაფერს თან ახლდა ამორალური შანტაჟი და ზეწოლა – უკვე მეორედ მინიშნება ჩემი სამოცდათხუთმეტი წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით.

 

თქვენ შეეხეთ ჩემი გულისა და სულის ისეთ შრეებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით „ამაფეთქეთ” და სხვა გზა არ დამიტოვეთ… მე არავის არ ვებრძვი, მე ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს; ამიტომ, თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯზე იძულებული ვიქნები, სარკისებურად გიპასუხოთ.

 

რაც შეეხება თქვენს მიერ ორგანიზებულ უღირს და ცილისმწამებლურ კამპანიას სოციალურ ქსელებში თუ ტელევიზიაში, თქვენი ექსპერტების და სპიკერების ცრუ მოსაზრებებს და ნარატივებს, მე ერთს გეტყვით: ფრთხილად იყავით – მალე შეგრცხვებათ თქვენივე განცხადებების, როდესაც ჩემს სიმართლეს გაიაზრებთ. თქვენ ყველა კარგად მიცნობთ; მე ისევ ის ირაკლი ღარიბაშვილი ვარ, ვინც ვიყავი, ისევ იმ სუფთა გულით ვარ, რა გულითაც და როგორი ერთგულებითაც ვემსახურე ჩვენს სამშობლოს, თქვენ ყველასა და მთელ გუნდს. სულ ტყუილად და უსუსურად წვალობთ, რომ ჩემგან გამოიყვანოთ ქვეყნის, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატე. მე „ბილწთ არ შევეკვრი ზავითა”… არასოდეს წავსულვარ და არც წავალ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ გაჩერდით და დადუმდით!

 

და ბოლოს, მინდა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო: მე არავის არ ვებრძვი და არც არავის წინააღმდეგ ვიბრძვი; მე მხოლოდ ჩემს საკუთარ თავს და ოჯახს ვიცავ!”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე”.

შეიძლება დაგაინტერესოთ

თითქმის ნახევარი საუკუნეა, “ჩაკრულო” კოსმოსში მოგზაურობს

18:55 - 20/08/2026

„ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა“ – პაატა კუნჭულიამ ოზურგეთის მერის თანამდებობა დატოვა

15:00 - 14/08/2026

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 ადამიანი დააკავეს

12:13 - 13/08/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.