თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. ამ ეტაპზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მეზობლებმა ბუავა ბოლოს რამდენიმე დღის წინ ნახეს. კორპუსში გაჩენილი გაუსაძლისი სუნის გამო, ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც ბინაში მისი ცხედარი აღმოაჩინეს.
ადგილობრივების ცნობით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, 30 წლის ბლოგერი 23 აგვისტოს შემდეგ სახლიდან არ გასულა. მეზობლები ვარაუდობენ, რომ ის რამდენიმე დღის გარდაცვლილია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
30 წლის დაურ ბუავა, რომელიც წარმოშობით ტყვარჩელიდანაა, საზოგადოებამ თავდაპირველად სოციალური ქსელ TikTok-იდან გაიცნო. ის ახალგაზრდული ორგანიზაცია “ამრას” დამფუძნებელი იყო და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა.

