Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა აღინიშნება
  • ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია- ვის დასნქცირებას ითხოვს ბრიუსელი?
  • ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა და მისი მეუღლე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
  • “რისკები ადამიანის უფლებებისა და ნდობისთვის”  – ჯანმო სამედიცინო კვლევებში AI-ის გამოყენებაზე ზედამხედველობას აძლიერებს
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ღარიბაშვილი: მე საქართველოს ვემსახურები, ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით

ღარიბაშვილი: მე საქართველოს ვემსახურები, ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით

20:28 - 07/09/2026
Facebook Telegram Twitter LinkedIn

“მე არავის ვებრძვი, ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით, ახლა კი მე იძულებული ვარ, დავიცვა ჩემი თავი და ჩემი ოჯახი ამ უსამართლობისა და სისასტიკისგან“ — ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხელისუფლების „პანიკურმა რეაქციამ და აბსოლუტურად არაადეკვატურმა ქცევამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა“.

„საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას დროული და გამჭვირვალე განმარტებები გაეკეთებინა კონკრეტულ ფაქტებსა და დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, ვიხილეთ არასერიოზული გამოკითხვების სერია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ჩემი დაკავშირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პროცესის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და რადიკალურ ოპოზიციასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო“, — წერს ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში მის მიმართ სხვადასხვა ბრალდებები და შეფასებები გავრცელდა.

„ამ დღეებში გავარკვიე, რომ თურმე „დიფ-სტეიტის“ აგენტი ვყოფილვარ და, ამავდროულად, საფრანგეთის აგენტი. „გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების „აგენტადაც“ გამომაცხადებდნენ“, — წერს ყოფილი პრემიერი.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირების მცდელობა უსაფუძვლოა.

„ტყუილად ნუ წვალობთ. როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისევე შეუძლებელია ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან დაკავშირება“, — აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოძიება თითქმის ხუთი თვეა მიმდინარეობს, თუმცა, მისი განცხადებით, ადამიანები და ჟურნალისტები, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში საჯაროდ სვამდნენ კითხვებს, არ დაუკითხავთ.

„სამაგიეროდ, ჩემი წერილის გამოქვეყნებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს ყველა იმ ადამიანის დაკითხვა, ვინც საჯაროდ გამოეხმაურა ჩემს წერილს“, — წერს ღარიბაშვილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხელისუფლებას მოუწოდებს, მის წინააღმდეგ „პოლიტიკურ თამაშებს“ თავი დაანებოს.

„ხალხმა იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, და ჩვენი საზოგადოება ჩემს სიტყვასა და თქვენს სიტყვას ძალიან კარგად განასხვავებს. ხალხმა ისიც კარგად იცის, რომ მე არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს არ ვემსახურები. მე საქართველოს ვემსახურები!“ — წერს ის.

ღარიბაშვილი ასევე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და აცხადებს:

„შალვა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი — ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა!“

„აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას: მე არავის ვებრძვი — ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით, ახლა კი მე იძულებული ვარ დავიცვა ჩემი თავი და ჩემი ოჯახი ამ უსამართლობისა და სისასტიკისგან“, — წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

შეიძლება დაგაინტერესოთ

სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს

12:30 - 22/10/2026

14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა აღინიშნება

10:23 - 14/10/2026

ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია- ვის დასნქცირებას ითხოვს ბრიუსელი?

19:00 - 08/10/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.