Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე
  • დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი
  • თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს
  • პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს
  • ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » 26 წლის ემიგრანტის წერილი საქართველოს და ქართველ ერს

26 წლის ემიგრანტის წერილი საქართველოს და ქართველ ერს

08:12 - 05/06/202319 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn
ქართველი 26 წლის ემიგრანტის წერილი საქართველოს და ქართველ ერს:
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, თამუნა თეგეტაშვილი წერილს აგზავნის, რომელიც ყველა ქართველისთვის საამაყო უნდა იყოს. 18 წლიანი განშორების მიუხედავად, მას უფრო და უფრო უღრმავდება სამშობლოს მიმართ სიყვარული. ჩვენი ყურადღება იმ ფაქტმა მიიქცია, რომ დღეს იშვიათია ამ იდეებით განწყობილი ახალგაზრდობა, მითუმეტეს კი გოგონები.
„მე ერთი ჩვეულებრივი 26 წლის თბილისელი გოგონა ვარ. მიუხედავად იმისა, რომ 18 წელია ემიგრანტი ვარ ამ უცხო ქვეყანაში, ჩემი სამშობლო არასდროს მიმიტოვებია.
ყოველ დილით იმ ხალისით ვიღვიძებდი, რომ მალე დადგებოდა ის დღე, როცა ჩემს განუმეორებელ სამშობლოს სამუდამოდ დავუბრუნდებოდი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ეს დღეც დადგა… მიხაროდა, მალე ჩავიხუტებდი ჩემს საქართველოს, რომელიც ამდენი წლის შემდეგ ძალიან მენატრებოდა. სამწუხაროდ, ისეთი საქართველო აღარ დამხვდა, როგორიც დავტოვე და წარმომედგინა.
ვფიქრობ, გლობალიზაციამ არ დაგვინდო და არაფერს ვაკეთებთ ჩვენი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლადაც.
საქართველოში ქართლის დედა სამაგალითო აღარ იყო, მაგრამ აქტუალური იყო „შორენა“, განსხვავებული და განუმეორებელი არაფერი დამხვდა. საქართველო ევროპას გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა და ვიფიქრე, ევროპას ვეღარსად გავექცეოდი. …
ჩემს ქალაქში ბევრი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, იმაზე მეტი – ვიდრე წარმოგიდგენიათ… წლები გადის და აქ სულ ახალ–ახალი ქართველები ემატება. თავიდან ძალიან მიხაროდა, ქართულ საუბარს რომ გავიგებდი, ბედნიერი ვიყავი და სამშობლოში მეგონა თავი, მაგრამ მივხვდი, საქართველო ქართველებით ნელ–ნელა იცლებოდა და ეს არც ისე სასიხარულო იყო…
მახსოვს, მეორე კურსზე ვიყავი, უნივერსიტეტიდან სახლში ვბრუნდებოდი, როცა ტრამვაიში ამოვიდა ქალბატონი, დაახლოებით 6 წლის გოგონასთან ერთად. დედას ძალიან უჭირდა ფრანგულად საუბარი, პატარა გოგონას ეკითხებოდა თუ როგორ ჩაიარა დღემ სკოლაში, შემდეგ ტელეფონმა დაურეკა და ქართულად უპასუხა. ძალიან მეტკინა გული, პატარა გოგონას ვუყურებდი რამდენიმე წამი და ვფიქრობდი, ნეტავ თუ იცოდა რომ ქართველი იყო და რა იცოდა მან თავის სამშობლოზე?! გული მეტკინა, ქართველი დედა შვილს ქართულად რატომ არ უნდა ელაპარაკებოდეს?! მით უმეტეს, როცა სულ რამოდენიმე წელია, რაც მისმა მშობლებმა საქართველო დატოვეს. ნუთუ ასე უცებ შეიძლება ყველაფრის წაშლა?! სამწუხაროდ, ეს რეალობაა…
ვფიქრობ, ინტეგრაცია, როცა ემიგრანტი ხარ საჭიროა, მაგრამ ეს უნდა იყოს ზომიერი. ყოველთვის ვცდილობდი, სამეგობრო წრეში ჩემს სამშობლოზე მესაუბრა, ყოველთვის მეამაყება ქართველობა და ამას ისინიც გრძნობდნენ. ფრანგი მეგობარი სულ მეუბნებოდა, რომ ყველაფერი მქონდა ბედნიერებისთვის, მაგრამ მაინც არ ვიშლიდი სამშობლოში დაბრუნებას. იქიდან გამომდინარე, რომ საფრანგეთში მაქვს უნივერსიტეტი დამთავრებული და ყველა გამოცდა წარმატებით ჩავაბარე, ეჭვიც არ მეპარება, დიდი პროფესიული წარმატება მელოდა, თუმცა, უარი ვთქვი აქაურ წარმატებულ ცხოვრებაზე…
ნეტავ, თუ იცით როგორ ცხოვრობენ ემიგრანტი ქართველები ევროპაში? აქ არაფერია საოცნებო, დამიჯერეთ, აქ მზე არ მზეობს, მადლი არ ჩანს და ყველაფერს ცხოვრების ფასი აქვს დაკარგული, ყველაფერი ყალბია. ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, თითქოს პენსიამდე ამათი ცხოვრება დაწერილია, სამსახური–სახლი, სამსახური –სახლი… არ იციან მეზობელი, ნათესავი…
საშინელი სისტემაა… ევროპაში ადამიანები რობოტებს უფრო ჰგავნან, ვიდრე – თავისუფალ ადამიანებს. ნეტავ, ქართველები ამაზე ვოცნებობთ? მასონებისგან შექმნილი სისტემაა, სადაც ადამიანმა ნამდვილი თავისუფლება დაკარგა… თავისუფლება მხოლოდ გარყვნილობაში არ უნდა გამოიხატებოდეს, ზუსტად ამაში დევს ის აზრი, რომ ადამიანი დამონებულია ასეთი აზრებით, რომლებიც ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს, ასევე, ჩვენი სარწმუნოების დიდი მტერია.
ერთი შეხედვით, ქართველი ოჯახები საფრანგეთში ჩამოდიან, რადგან ფინანსურად უჭირთ და მეტი ბედნიერებისთვის სამშობლოზე დროებით უარს ამბობენ. სამწუხაროდ, ჩემს ქალაქში ყოველდღე ოჯახები ინგრევა. ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ თანამედროვე ცხოვრებაში ქალმა და კაცმა დაკარგა თავიანთი როლი. მამაკაცების უმეტესობა ნარკოტიკებზეა დამოკიდებული…
ვოცნებობ, ისეთი ოჯახი შევქმნა, სადაც ქართული ტრადიციები ეყვარებათ და დედ-მამა თავდადებით იბრძოლებს, რომ ტკბილი ქართული ოჯახი შეინარჩუნონ.
მაინც გადავწყვიტე, დავბრუნდე ჩემს თბილისში, რომელიც ყოველდღე ინდივიდუალურობას კარგავს და ევროპის ერთ–ერთ ქალაქს ემსგავსება.
სამწუხაროდ, ჩემს თბილისში წმინდა სიყვარულის აღარავის სჯერა, წუთიერი სიყვარულიც აკმაყოფილებთ და ერთი–ორი მარიხუანის „ნაპასიც“. ვიღასღა სცალია, იკითხოს „ვეფხისტყაოსანი“, როცა სულ “პონტების” ძიებაში ვართ…
მე მჯერა მომავლის, მალე მივხვდებით ქართველები, რომ მსოფლიო ჩვენგან უნდა იღებდეს მაგალითს და არა – პირიქით, რომ ჩვენ უნდა გვეამაყებოდეს ჩვენი სარწმუნოება და თავდადებული წინაპრები. ვერ ვიტყვი, რომ სამაგალითო ქართველი ვარ, მაგრამ მინდა, ყველამ ერთად ვიბრძოლოთ და შევინარჩუნოთ ჩვენი სიმდიდრე: მამული, ენა, სარწმუნოება.“ – წერს თამუნა თეგეტაშვილი 💖
წყარო წიგნის ჭიები

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

10:35 - 23/06/2025

დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი

18:39 - 07/06/2025

თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს

21:58 - 28/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,011 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023816 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

“ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს”- 29 მარტი ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ხსენების დღეა

მას შემდეგ, რაც მამა მომიკლეს ჩემს ოჯახზე დაიწყო ძალადობა, მამაჩემი შერაცხეს მოღალატედ და საუბრის საშუალებასაც კი გვიზღუდავდნენ-ბექა ქარდავა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.