ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი დედა გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ხატია წერს და ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც ახალშობილის ხელი მისი მშობლების ხელებთან ერთად ჩანს.
“ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა” – წერს ხატია. მას უამრავი ცნობილი ადამიანი ულოცავს.