ამერიკულმა კომპანიამ Meta, რომელსაც სოცქსელები Facebook-ი და Instagram-ი ეკუთვნის, ახალი სოციალური ქსელი Threads-ი აამუშავა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი ტექსტური პლატფორმა Twitter-ის ანალოგია, რომელზეც მომხმარებლები პოსტების განთავსებას, მათზე კომენტარების დატოვებას და გაზიარებას შეძლებენ. მასზე შესვლა Instagram-ის ანგარიშით არის შესაძლებელი. ამასთან მომხმარებლები Threads-ის პოსტებს Instagram-ზე აზიარებენ და პირიქით.
Meta-ს ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ახალი აპლიკაცია Twitter-ს კონკურენციას გაუწევს. მას ეთანხმებიან ექსპერტები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ Threads-ი მიიზიდავს მომხმარებლებს, რომლებიც Twitter-ზე ბოლო ცვლილებებით უკმაყოფილოები არიან. ცუკერბერგის თქმით, პლატფორმის წარმატების საიდუმლო მისი მეგობრული გარემო იქნება, რაზეც Twitter-ის ხელმძღვანელმა ილონა მასკმა უპასუხა: „უსასრულოდ მეტად სასურველია Twitter-ზე უცნობების თავდასხმის მსხვერპლი გახდე, ვიდრე მიეცე ცრუ ბედნიერებას Instagram-ზე, სადაც ტკივილს ფარავენ“.
ამოქმედებიდან 4 საათში Threads-ი უკვე 5-მა მილიონმა ადამიანმა გადმოიწერა.