რომის პაპმა ფრანცისკემ ისრაელსა და “ჰამასს” კიდევ ერთხელ მიმართა და განაცხადა, რომ „ევედრება მათ, უფლის სახელით ცეცხლი შეწყვიტონ“.
“კვლავ ვფიქრობ პალესტინასა და ისრაელში არსებულ სერიოზულ ვითარებაზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ღვთის სახელით, გთხოვთ, შეწყვიტოთ: შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება!” -აღნიშნულია განცხადებაში.
ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასი” ისრაელს თავს 7 ოქტომბერს დაესხა. შედეგად 1 400 ადამიანი დაიღუპა, 240-ზე მეტი კი მძევლად არის აყვანილი. ამის შემდეგ “ცაჰალმა” ღაზის სექტორზე ავიაიერიშების განხორციელება დაიწყო.
ოქტომბრის ბოლოს ისრაელელი სამხედროები სექტორის ტერიტორიაზე შევიდნენ.