უკრაინა ბიძგს აძლევს იმ ქვეყნების რიგს, როლებიც წლებია, ელოდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას, -ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპელი დიპლომატების შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბორელმა ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ევროკავშირი დგას. ჯოზეფ ბორელის თქმით, უკრაინა ომში თუ დამარცხდება, ევროკავშირი წააგებს.
„უკრაინა თუ წააგებს, ჩვენ დავმარცხდებით. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა უკრაინის მხარდასაჭერად. სწორედ ჩვენ ვართ უკრაინის მხარდაჭერის პირველი მიმწოდებლები, ეს ჩვენ ვართ, უფრო მეტად, ვიდრე აშშ. უკრაინის წევრობის პერსპექტივა, მდგრადი ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ჩამოყალიბება, სამხედრო დახმარება, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა – ესენი წარმოადგენენ ჩვენი სამუშაოს არსებით კომპონენტებს და ამ ყველაფერმა უნდა გააძლიეროს უკრაინის კონტრშეტევა, რომელიც ახლა სირთულეებს აწყდება, რომ უკრაინამ შეაკავოს რუსეთის შეტევა და დაიბრუნოს საკუთარი ტერიტორიები.
რუსეთის დანაკარგები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსეთს შეუძლია ძალების აღდგენა. რუსეთი მზადაა, გაწიროს მეტი ადამიანი და ტექნიკა. რუსეთი ამას ისე აკეთებეს, რომ ადამიანების სიცოცხლის ფასზე არც კი ფიქრობს. პუტინამდე სტალინს სჯეროდა, რომ რაოდენობა არის ხარისხის წყარო და ადამიანის სიცოცხლეს არ აქვს ფასი. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და ამ საკითხზე ერთიანი პოზიციის შენარჩუნება, რადგან ფსონზე ჩვენი მთავარი ღირებულებები დევს. უკრაინასთან ერთად, არ უნდა გამოგვრჩეს ევროკავშირის გაფართოების გამოწვევა. უკრაინა, როგორც ახალი კანდიდატი, წინ უბიძგებს იმ კანიდადატების რიგს, როლებიც წლებია, გველოდებიან და მთელი რიგი მოძრაობს. ამიტომ ჩვენ უნდა ავინაზღაუროთ დრო, რომელსაც ვკარგავდით ევროკავშირში გაწევრიანების დაუსრულებელ პროცესზე“, – განაცხადა ბორელმა.