საქართველოს შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი გენერალი გოგი თათუხაშვილი, მისი შვილის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის შალვა თათუხაშვილის შვილის გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობასა და მთავარ პროკურატურას აკისრებს.
“სასწრაფოდ, წყალივით მჭირდება ადვოკატები, ექსპერტი პათოლოგ-ანატომი, ექსპერტ-ფსიქოლოგი !!! – სამთავრობო დონის მკვლელობები ძნელად შესასწავლ-გასახსნელია. ხშირად შეუძლებელიც.
არავისთვისაა უცხო თუ ვიტყვი, რომ ჩემი შვილის მკვლელობა პოლიტიკური ნიშნით დაიგეგმა და შესრულდა.
სამთავრობო დონის მკვლელობები ძნელად შესასწავლ-გასახსნელია. ხშირად შეუძლებელიც.
ამდენი წელი ამიტომაც მოვუნდი მასალების, მოწმეების მოძიება დაყოლიებას. ასევე ემიგრაციაში მქონდა ჯანმრთელობის, ფინანსური, საყოფაცხოვრებო პრობლემები.
მკვლელობა რუსეთის დავალებითაა ჩადენილი ივანიშვილ-ღარიბაშვილის მიერ. არაფორმალური მბრძანებელი პუტინის დანიშნული მაყურებელი, რომელიც მართავს ღრუზიას და ღრუზინებს.
ევროპარლამენტში არაერთხელ გაკეთდა ოფიციალური განცხადებები, რომ საქართველოს მართავს პრორუსული მთავრობა და ევროპარლამენტი არის ხალხის მხარეს. შესაბამისად, სრულად რომ არ გავმხდარიყავით რუსეთის გუბერნია, ევროპარლამენტმა მიიღო ქართველი ხალხის მხარდამჭერი გადაწყვეტილება და მოგვცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
მიხარია და ვულოცავ ქართველ ხალხს ამ გამარჯვებას.
რაც შეეხება შალვა თათუხაშვილის მკვლელობას და მკვლელობის ,,გაპრავებას’’, დაიწყო ივანიშვილის მარჯვენა ხელმა ოთარ ფარცხალაძემ, რომელიც მოგვიანებით ამერიკამ დაასანქცირა, როგორც რუსეთის აგენტი. საქმე გააგრძელა და ბოლომდე მიიყვანა ირაკლი შოთაძემ. რისთვისაც ის საბოლოოდ გენპროკურორობით დაჯილდოვდა.
მანამდე კი სტრასბურგში ტელევიზიებისათვის მიცემულ ინტერვიუში უსირცხვილოდ განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს ჩემთან და ჩემს ოჯახთან, თვითონ და გენპროკურატურა მზად არიან გადმოგვცენ ნებისმიერი მასალები დ ა.შ. არადა თურმე იმ დროისთვის შალვა თათუხაშვილის მკვლელობის საქმე დახურული ყოფილა და არც ჩემთვის, ადვოკატისთვის, ოჯახისათვის არავის შეუტყობინებია.
მხოლოდ შემდეგ, 2018 წელს, როდესაც მე და ჩემმა ადვოკატმა სრული მასალების გადმოცემის თხოვნით გენპროკურატურას ოფიციალურად მივმართეთ , გვიპასუხეს, რომ საქმე დახურულია და მე არ ვარ დაზარალებული მხარე და ჩემი ადვოკატი არ არის ჩემი ადვოკატი. მართალი და სუფთა პროკურორი, რომელიც არ იყო გარეული მკვლელობაში, უბრალოდ გადმომიგზავნიდა მასალებს. თუმცა, ამ და სხვა ფაქტებითაც, საწინააღმდეგო დასტურდება.
პროკურატურას თავის გასამართლებლად გამოქვეყნებულ საბუთებსა და მასალებში აშკარად გაეპარა რაც არ უნდა ეთქვა. სულ ელემენტარული, ტვ იმედზე ექსპერტიზის დასკვნის შედეგები რომ გაასაჯაროეს, იმ დროისათვის ჰქონდათ ექსპერტიზის მხოლოდ შვიდი ფურცელი, დანარჩენი უბრალოდ არ იყო მზად. რომ ყოფილიყო მზად, ხომ გამოაქვეყნებდნენ სრულად ?
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ზემოთაღნიშნულ შვიდ ფურცელშიც საკმარისი ლაფსუსები და სიყალბეა. ცხადია, აქ და ახლა ამაზე არ ვისაუბრებ, უბრალოდ აღვნიშნავ, რომ დათვალიერების ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნაში სიკვდილის დადგომის დრო ერთმანეთს არ ემთხვევა. ორივე დოკუმენტი ერთი ექსპერტის, ოქრუაშვილის გაკეთებულია.
უამრავ ფალსიფიკაციაზე ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა სხვადასხვა დროს ბევრი ისაუბრა და დაწერა, უანგაროდ. მადლობა მას. სხვათა შორის, აქ საფრანგეთში ექსპერტებმა რომ წაიკითხეს ზაქარეიშვილის დასკვნები, გაუკვირდათ, ადვოკატი და ასე ჩახედული სამედიცინო ექსპერტიზაშიო?
მოგმართავთ თხოვნით, ვინც მიცნობთ პირადად და ვინც არა, ვისაც აქვს შესაბამისი უნარები და სიმამაცე, დამიდგეთ გვერდით, რათა ბოლომდე მივიყვანო ჩემი შვილის მკვლელობის საქმე.
ქართველი ოფიცრის, შალვა თათუხაშვილის, მკვლელობის დამგეგმავ -შემსრულებლების დასჯა მხოლოდ ჩემი ახირების და პრინციპის საქმე არაა. ამდენწლიანი შრომის ნაყოფი რამდენიმე ტომიდან შედეგი რომ დაიდოს.
წყალივით მჭირდება ადვოკატები, ექსპერტი პათოლოგ-ანატომი, ექსპერტ-ფსიქოლოგი.
მჯერა, საქართველოში მოიძებნება თავის საქმეზე შეყვარებული, გაუყიდავი პროფესიონალები, რომელთათვისაც სიმართლე და სამართლიანობა არის ყველაზე დიდი ჭეშმარიტება.
გოგი თათუხაშვილი
I need Urgently lawyers, an expert pathologist-anatomist,
an expert-psychologist like water!
Government-level murders are difficult to investigate and solve, often impossible.
It is not strange to anyone if I say that the murder of my son was planned and carried out for political reasons.
Government-level murders are difficult to investigate and solve, often impossible.
That’s why it took me so many years to find materials and witnesses and to convince them. I also had health, financial, and household problems in the emigration.
The assassination was commissioned by Russia by Ivanishvili-Gharibashvili – Putin’s appointed watcher, the informal overlord who rules “Gruzia” and the “Gruzins”. Official statements were made many times in the European Parliament that Georgia is governed by a pro-Russian government and the European Parliament is on the side of the people.
Accordingly, if we did not fully become a governorate of Russia, the European Parliament made a decision supporting the Georgian people and gave us the status of a candidate for EU membership. I am happy and congratulate the Georgian people on this victory.
As for the murder of Shalva Tatukhashvili and the “fake” of the murder, Ivanishvili’s right-hand man Otar Fartskhaladze, who was later sanctioned by America as a Russian agent, started it. Irakli Shotadze continued the case and brought it to the end. For which he was finally awarded with the General Prosecutor’s Office. Before that, in an interview given to the television stations in Strasbourg, he shamelessly declared that he is ready to cooperate with me and my family, he and the General Prosecutor’s Office are ready to hand over any materials, etc. However, it turns out that at that time the case of Shalva Tatukhashvili’s murder was closed, and no one informed me, the lawyer, or the family.
Only later, in 2018, when my lawyer and I officially applied to the General Prosecutor’s Office with a request to hand over the complete materials, we were told that the case is closed and that I am not the injured side and my lawyer is not my lawyer. An honest and clean prosecutor, who was not a wild killer, would just send me the materials. However, this and other facts prove the opposite.
In the documents and materials published by the prosecutor’s office to justify himself, whatever he had to say was clearly hidden. Quite elementary, when they announced the results of the expert opinion on TV Imedi, at that time they had only seven expert papers, the rest were simply not ready. If it was ready, would they publish it in full? There are enough inaccuracies and falsities in the above-mentioned seven sheets of the Samkharauli Expertise Bureau. Obviously, I won’t talk about it here and now, I’ll just note that the time of death in the inspection report and the expert opinion do not match each other. Both documents were made by one expert, Okruashvili. Lawyer Irakli Zakareishvili selflessly spoke and wrote a lot about numerous falsifications. Thank him. By the way, when the experts here in France read Zakareishvili’s conclusions, they were surprised that the lawyer knows so closely the medical examination.
I appeal to those of you who know me personally and those who do not, who have the skills and courage to stand by me to see this through. Punishing the planners and perpetrators of the murder of the Georgian officer Shalva Tatukhashvili is not just a matter of my wish and principles.
If the result of many years of work is to produce info from several volumes, I need lawyers, an expert pathologist-anatomist, an expert-psychologist like water.
I believe that Georgia will find unsold ,true and faithful professionals who love their work, for whom truth and justice are the greatest value.
Gogi Tatukhashvili