78 წლის ასაკში ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, მწვრთნელი და მენეჯერი ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა .
ის ერთ-ერთ საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელადაა მიჩნეული, თამაშის განსაკუთრებული სტილის გამო მას “კაიზერი” შეარქვეს.
ფრანც ბეკენბაუერმა ორჯერ მოიპოვა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. მონაწილეობდა მსოფლიოს სამ ჩემპიონატში, ეროვნულ ნაკრებში 103 მატჩი ჩაატარა.
ფრანც ბეკენბაუერი ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ჯერ როგორც ფეხბურთელი, შემდეგ როგორც მწვრთნელი. მოგებული აქვს ევროპის თასების მფლობელთა თასი და ევროპის ჩემპიონთა თასი ზედიზედ სამჯერ.