Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო
  • “ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა
  • პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
  • აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა
  • საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » აშშ სირიიდან ჯარების გაყვანას გეგმავს -Foreign Policy

აშშ სირიიდან ჯარების გაყვანას გეგმავს -Foreign Policy

13:03 - 25/01/202410 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

აშშ სირიიდან ჯარების შესაძლო გაყვანაზე მსჯელობს.

ბანერი პოზიცია-5

ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy სახელმწიფო დეპარტამენტსა და პენტაგონში ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, თეთრ სახლს აღარ სურს სირიაში მისიის შენარჩუნება, ვინაიდან მას არასაჭიროდ აღიქვამს. მათივე თქმით, ახლა მიმდინარეობს შიდა დისკუსიები იმაზე, თუ როგორ და როდის შეიძლება გავიდეს ამერიკული ჯარი სირიიდან.

როგორც სტატიის ავტორი ჩარლზ ლისტერი აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ ჯარების გაყვანა კატასტროფულ შედეგებს მოუტანს აშშ-ისა და მოკავშირეების ინტერესებს სირიაში, ეს იქნებოდა საჩუქარი „ისლამური სახელმწიფოსთვის“ (IS), რომელმაც შეიძლება ისარგებლოს შექმნილი სივრცით და აღორძინება სცადოს.

სირიაში დაახლოებით 900 ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული, რომლებიც ადგილობრივ პარტნიორებთან – „სირიის დემოკრატიულ ძალებთან“ (SDF) ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ „ისლამური სახელმწიფოს“ შეკავებაში.

„თუმცა საფრთხე ისევ რეალურია. 16 იანვარს ტერორისტულმა დაჯგუფებამ სარაკეტო იერიში მიიტანა SDF-ის მართვის ქვეშ მყოფ ციხეზე, რომელშიც „ისლამური სახელმწიფოს“ 5000-მდე მებრძოლი იხდის სასჯელს, რასაც ციხიდან გაქცევის მასობრივი მცდელობა მოჰყვა. ეს ოპერაცია ჩავარდა, თუმცა აშშ-ის ჯარები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით რეგიონში, სადაც 20 ციხეში 10 000-მდე გამოცდილი მებრძოლი იხდის სასჯელს, მათთან დაკავშირებული 50 000 ქალი და ბავშვი კი დაცულ ბანაკებში არის გამოკეტილი.

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში აშშ-ის ძალები და SDF-ი აკონტროლებენ სიტუაციას, თუმცა უფრო რთული ვითარებაა შექმნილი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც კონტროლი ასადის ხელისუფლებას აქვს დამყარებული. ამ უდაბნოებში „ისლამური სახელმწიფო“ ფრთხილი, მაგრამ მეთოდური აღორძინების გზას ადგას, იყენებს რა რეჟიმის ინდიფერენტულობას“, – წერს სტატიის ავტორი.

მისივე თქმით, 2024 წლის პირველი 10 დღის განმავლობაში „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა 35 თავდასხმა სირიის 7 პროვინციაში და მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფების გავლენა შორსაა იმ დონისგან, რომელზეც 2013-2014 წლებში იყო, „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ ინარჩუნებს შესაძლებლობებს, თავდაჯერებულობას და იმპულსს.

მიუხედავად იმისა, რომ ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის მხრივ აშშ-ის ჯარების შესაძლებლობები შეზღუდულია, ქვეყნის ერთ მესამედზე ამერიკელი სამხედროები წარმოადგენენ მთავარ ფაქტორს, რომლის არარსებობის შემთხვევაში ტერორისტული დაჯგუფების აღორძინება და გავლენის ზრდა გარდაუვალი იქნებოდა.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიმდინარე წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, და გავიხსენებთ, რა მოჰყვა ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გასვლას 2021 წელს, გაუგებარია, რატომ განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია სირიიდან ჯარების გაყვანას. როგორც არ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, ამას მოჰყვება ქაოსი და ტერორისტული საფრთხეების მკვეთრი ზრდა“, – ასკვნის სტატიის ავტორი.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

17:57 - 08/05/2025

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

17:05 - 08/05/2025

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

15:32 - 07/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,010 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023809 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.