„არ მინდა, რომ ჩვენ ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც 2008 წელს პუტინის წინააღმდეგ გამოვავლინეთ, როდესაც საქართველოში შეიჭრა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა განაცხადა.
დევიდ ქემერონი The Hill-ში გამოქვეყნებულ წერილში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროპელი მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს.
„მე მინდა, რომ ჩვენ ყველამ – აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროპულმა და სხვა მოკავშირეებმა მხარი დაუჭირონ უკრაინას სრულიად გაუმართლებელი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. რთულია, წარმოიდგინო ერთი ქვეყნის მიერ მეორეში მცირედი გამართლების გარეშე შეჭრის უფრო თვალსაჩინო შემთხვევა. მჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ისტორია აჩვენებს, რამდენად დიდი სიბრიყვეა ევროპაში იმ ტირანების წინაშე დათმობებზე წასვლა, რომლებსაც სჯერათ საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის. მე არ მინდა, რომ ჩვენ ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც გამოვავლინეთ 1930-იან წლებში ჰიტლერის წინააღმდეგ. ის დაბრუნდა მეტისთვის და მისი აგრესიის შეჩერება ჩვენ ბევრად მეტი ადამიანის სიცოცხლის ფასად დაგვიჯდა. მე არ მინდა, რომ ჩვენ ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც 2008 წელს პუტინის წინააღმდეგ გამოვავლინეთ, როდესაც ის საქართველოში შეიჭრა, ან გაუბედაობა რეაგირებაში 2014 წელს, როდესაც მან წაიღო ყირიმი და დონბასის დიდი ნაწილი, ვიდრე დაბრუნდებოდა, რომ მისი აგრესია 2022 წელს უფრო ძვირი დაგვჯდომოდა“, -აღნიშნავს ქემერონი.
როგორც დევიდ ქემერონის წერს, მას სურს, რომ დასავლურმა ქვეყნებმა აჩვენეს სიმტკიცე, რომელიც 2022 წლის შემდეგ გამოავლინეს, როდესაც დასავლეთი დაეხმარა უკრაინას პუტინის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის ნახევრის გათავისუფლებაში, ნატო-ს სამხედრო პერსონალის დანაკარგის გარეშე.