Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “ოპოზიცია როდესაც ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი მხოლოდ ხელისუფლებას ერჩოდა – დიდი ტყუილი იყო, ყველაფერი ფარისევლობაა -თენგიზ შარმანაშვილი
  • ვიზების შეჩერება შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს -ევროკომისიის პრეზიდენტი
  • 25 თებერვალი -ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული
  • საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა
  • ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია.
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა, ხმათა უმრავლესობით, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად საქართველოდან მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) წარადგინეს.

ბანერი პოზიცია-5

 

“აკა მორჩილაძეს შეუძლია წეროს ძალიან სერიოზულ, აქტუალურ და მტკივნეულ თემებზე, როგორიცაა: სამოქალაქო ომი და მის ფონზე წარმოქმნილი სოციალური კრიზისი, პოლიტიკური ქაოსი, თაობათა დაპირისპირება და ა.შ. ამიტომაც მისი რომანები  საკითხავად მიმზიდველია. ეს არის მისი პოპულარობის მიზეზი. მწერალი ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე საზოგადოებაზე და მისთვის დამახასიათებელ წინააღმდეგობებზე, რომელსაც განსაკუთრებული ოსტატობით აანალიზებს და ადგენს მათ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. მისი რომანები გამოირჩევა ჟანრული მრავალფეროვნებითა და მრავალხმიანობით, რის გამოც ის იმ იშვიათ მწერალთა რიგებშია, რომლებიც ქმნიან დამამახსოვრებელ პერსონაჟებს, რომელთა უნიკალურობაც დიდხანს რჩება მკითხველის მეხსიერებაში.

აკა მორჩილაძე პატარა ერის წარმომადგენელია, ამიტომ ცდილობს მკითხველს (განსაკუთრებით უცხო აუდიტორიას) წარუდგინოს თავისი ქვეყნის ეროვნული თავისებურება და, ამავდროულად, აქცენტი გადაიტანოს ისეთ უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებზე, რომლებიც თანაბრად ფასეულია ყველა ქვეყნის მკითხველისთვის.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ აკა მორჩილაძე თავის რომანებში განსხვავებულ ენობრივ სისტემას ქმნის – მისი გმირების მეტყველება განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ასაკს ან სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ეს არის ერთგვარი ენობრივი ექსპერიმენტი – საქართველოს სხვადასხვა კუთხის დიალექტების, ქალაქური მეტყველების, ჟარგონის თავისებური ნაზავი, რომელიც ჩანაცვლებულია თვით ავტორის მიერ გამოგონილი ხელოვნური დიალექტით,“- ნათქვამია წარდგენაში.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატის წარდგენაზე წერილი ნობელის კომიტეტიდან მიიღო. 1993 წლიდან ნობელის პრემიაზე  საქართველოდან კანდიდატის წარდგენა თსუ ლიტერატურის ინსტიტუტის პრეროგატივაა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც ალფრედ ნობელის აზრით შექმნილი აქვს „იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება“. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2024 წლის  ლაურეატის ვინაობა ოქტომბერში გახდება ცნობილი.

 

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

“ოპოზიცია როდესაც ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი მხოლოდ ხელისუფლებას ერჩოდა – დიდი ტყუილი იყო, ყველაფერი ფარისევლობაა -თენგიზ შარმანაშვილი

11:58 - 27/02/2026

ვიზების შეჩერება შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს -ევროკომისიის პრეზიდენტი

11:42 - 27/02/2026

25 თებერვალი -ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული

14:35 - 25/02/2026
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,017 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,941 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,180 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023821 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

25 თებერვალი -ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული

დიდი ხუთშაბათი – საიდუმლო სერობა

ლაშა ბაქრაძე ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლეს

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.