UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო დაამარცხა და ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა.
სუპერმსუბუქი წონის დაპირისპირება სამრაუნდიანი იყო. პირველი რაუნდი თანაბარი გამოვიდა. მეორე რაუნდიდან დვალიშვილმა ტემპს მოუმატა, მეტოქე რამდენჯერმე მიწაზეც გადაიყვანა. მესამე რაუნდში ქართველი მებრძოლი კიდევ უფრო გააქტიურდა.
მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში უკვე 21 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგანაც 17 მოიგო, ოთხში კი დამარცხდა. რაც შეეხება ჰენრი სეხუდოს, ის „UFC“-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი და თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელია. აქამდე მან ჟოზე ალდოს და პიტერ იანსაც მოუგო.