Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • „ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა“ – პაატა კუნჭულიამ ოზურგეთის მერის თანამდებობა დატოვა
  • სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 ადამიანი დააკავეს
  • მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმართა სიიდან გამოტოვება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეპუტაციას აზიანებს -“ნაციონალური მოძრაობა”
  • ანომალიური სიცხე ევროპაში: გერმანიის პოლიციამ ქალაქში ხალხის გასაგრილებლად წყლის ჭავლი გამოიყენა
  • რეკორდულმა სიცხემ ესპანეთში 1 029 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » “ადამიანზე გამძლეა თიხა, მაგრამ თიხაზეც გამძლეა სიტყვა” – 20 მარტი ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა

“ადამიანზე გამძლეა თიხა, მაგრამ თიხაზეც გამძლეა სიტყვა” – 20 მარტი ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა

01:43 - 20/03/2024
Facebook Telegram Twitter LinkedIn

დღეს, 20 მარტს, ქართველ მწერალს, ოთარ ჭილაძეს დაბადებიდან  91 წელი შეუსრულდებოდა.

 

ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი ოთარ ჭილაძე 1933 წლის 20 მარტს სიღნაღში დაიბადა.

ოთარ ჭილაძე 2009 წლის 1-ელ ოქტომბერს, 76 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

მწერალი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

1998 წელს ჭილაძე ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის განხრით.

მუშაობდა ჟურნალ “ცისკარში”, იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტის პ/მგ მდივანი, ჟურნალ “საბჭოთა ხელოვნების” მთავარი რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი. 1991 წლიდან, როგორც პროფესორს, დრამატურგიის კურსი მიჰყავდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997 წლიდან ჟურნალ “მნათობის” მთავარი რედაქტორი გახდა.

პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში “პირველი სხივი” 1952 წელს, პირველი პოეტური კრებული “მატარებლები და მგზავრები” – 1959. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა.

მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმი “ლონდრე”.

მწერალს მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძის სახელობისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.

ჭილაძის პოეტური კრებულებია: “მატარებლები და მგზავრები”, “თიხის ფირფიტები”, “რკინის საწოლი”, “სინათლის წელიწადი” (პოემა), “ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით”, “ცხრა პოემა”, “გულის მეორე მხარე”, “გახსოვდეს სიცოცხლე”, “ლექსები”, “მზე დეკემბერში”, “კიბე”;

პროზა – “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”, “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან”, “რკინის თეატრი”, “მარტის მამალი”, “აველუმი”, “ბედნიერი ტანჯული”, “გოდორი”, “წათეს წითელი წაღები”.

####

ვიდრე ხარ… ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო,
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი – ერთ ვერცხლად ფასობს.
მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.
არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ… ვიდრე ხედავ და გესმის…
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი – ძველი
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.
ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.
###

ადამიანზე გამძლეა თიხა,

მაგრამ თიხაზეც გამძლეა სიტყვა,

ის, შეიძლება, უბრალოც იყოს

და აუტანელ ტკივილით ითქვას.

უბრალო იყოს, ვით მწყემსის დანა,

უფრო უბრალო, ვიდრე მარილი.

სულში კი მთელი სიმძიმით წვანან

დღეები, უკვე გადატანილი.

წვანან ჩაძირულ გემის ფიცრები…

წვანან ჩაძირულ გემის აფრები…

მაგრამ სიკვდილის წინ შეიძლება,

რომ ერთი სიტყვით თქვა ყველაფერი.

და სიკვდილამდე ამ სიტყვას ეძებ,

მისკენ მიყავხარ უჩინარ საჭეს

და ფიქრებს, როგორც გასაწვრთნელ მხეცებს,

ყველა ტკივილის ატანას აჩვევ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა“ – პაატა კუნჭულიამ ოზურგეთის მერის თანამდებობა დატოვა

15:00 - 14/08/2026

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 ადამიანი დააკავეს

12:13 - 13/08/2026

მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმართა სიიდან გამოტოვება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეპუტაციას აზიანებს -“ნაციონალური მოძრაობა”

14:29 - 23/07/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.