Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • 🥚 რატომ ვღებავთ კვერცხებს მაინცდამაინც წითლად?
  • წითელი პარასკევი – დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე
  • მაცხოვრის აღდგომის ტაძარი გაიხსნა
  • 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა
  • დიდი ხუთშაბათი – საიდუმლო სერობა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ევროპული ღირებულების წინააღმდეგ აამხედრეს ხალხი, ვითომ ეს იყო სხვა სახელწოდების კანონპროექტი -გურამ მაჭარაშვილი

ევროპული ღირებულების წინააღმდეგ აამხედრეს ხალხი, ვითომ ეს იყო სხვა სახელწოდების კანონპროექტი -გურამ მაჭარაშვილი

13:26 - 04/04/2024
Facebook Telegram Twitter LinkedIn
🔵"გამორიცხულია, ხალხი ისევ მოატყუონ იმით, რომ თითქოს ეს კანონპროექტი ევროპას გვაცილებს - ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გამჭვირვალობა გვინდა"

ევროპული ღირებულების წინააღმდეგ აამხედრეს ხალხი, ვითომ ეს იყო სხვა სახელწოდების კანონპროექტი და საზოგადოება რეალურად შეცდომაში შეიყვანეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზოგადოებამ საქართველოშიც და უცხოეთშიც დაინახა, რომ გამჭვირვალობის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი მისაღები იყო.

„იმის შემდეგ მიიღო ევროპარლამენტმა, საფრანგეთმა და კანადამ. ზუსტად იგივე სახელწოდებით, როგორიც მაშინაც იყო და ახლაც არის ევროპარლამენტში ეს კანონი, რომელსაც იღებენ და ჰქვია „უცხოური გავლენისგან თავდასაცავად და გამჭვირვალობის შესახებ კანონი“. საზოგადოებამ ნახა პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა, სადაც მან აღნიშნა, რომ დონორი ორგანიზაციები უარს ეუბნებიან პარლამენტის თავმჯდომარეს, უთხრან ამ დონორი ორგანიზაციების ფული ქართულ „ენჯეოებში“ რისთვის ირიცხება. წარმოიდგინეთ უტიფრობა და თავხედობა – ამბობენ, რომ გამჭვირვალეა მათი საქმიანობა, ფინანსები და ამ დროს პარლამენტის თავმჯდომარეს ეუბნებიან, რომ არ მისცემენ იმ პროექტების სიას, რომელსაც აფინანსებს მათ შორის ევროპის განვითარების ფონდი. ეს არის რეალურად მათი სახე. ასე რომ, მუქარები აღარ გაუვათ და ამ კანონს მივიღებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, რატომ ეძახის ოპოზიცია კანონპროექტს რუსულს, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ კანონის დაბრენდვა და წაუკითხავად გაპროტესტება მათი ნიშა და სტანდარტია.

„მათმა პატრონებმა უთხრეს, საზოგადოებას არც კი წააკითხოთ, რადგან იქ არაფერი ანტიდემოკრატიული არ წერია, პირიქით, ევროპული ღირებულებაა. ევროპული ღირებულება არის გამჭვირვალობა და წარმოიდგინეთ, ევროპული ღირებულების წინააღმდეგ აამხედრეს ხალხი, ვითომ ეს იყო სხვა სახელწოდების კანონპროექტი და საზოგადოება რეალურად შეცდომაში შეიყვანეს. ამის შემდეგ არა მხოლოდ ამ საკითხზე, სხვა ყველაფერზეც ვეღარ მოახერხებენ. საზოგადოებამ ისწავლა, რომ აქაური ოპოზიცია, „ენჯეოების“ დიდი ნაწილი და მათი პატრონები იბრძვიან საქართველოს წინააღმდეგ, თან ღიად და ამბობენ, რომ საქართველოში გამჭვირვალობა, რომელიც არის ევროპული ღირებულება, მიუღებელია და ევროპაში მისაღები ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს ორმაგი სტანდარტია“, – დასძინა გურამ მაჭარაშვილმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დაინიცირდა. ცვლილებები მომავალი კვირის ორშაბათს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც მასზე მსჯელობა დაიწყება. „ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდა ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვალა და წარდგენილია შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

შეიძლება დაგაინტერესოთ

🥚 რატომ ვღებავთ კვერცხებს მაინცდამაინც წითლად?

03:33 - 10/04/2026

წითელი პარასკევი – დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე

02:00 - 10/04/2026

მაცხოვრის აღდგომის ტაძარი გაიხსნა

20:30 - 09/04/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.