Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “ოპოზიცია როდესაც ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი მხოლოდ ხელისუფლებას ერჩოდა – დიდი ტყუილი იყო, ყველაფერი ფარისევლობაა -თენგიზ შარმანაშვილი
  • ვიზების შეჩერება შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს -ევროკომისიის პრეზიდენტი
  • 25 თებერვალი -ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული
  • საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა
  • ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია.
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » განვიხილავთ ფინანსური დახმარების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის, პარალელურად, გავზრდით მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ-ჯოზეფ ბორელი

განვიხილავთ ფინანსური დახმარების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის, პარალელურად, გავზრდით მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ-ჯოზეფ ბორელი

21:36 - 24/06/20245 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

ჩვენ დებატები გვქონდა საქართველოსთან დაკავშირებით, უკვე ზედიზედ მეორედ განვიხილავთ საქართველოში შემაშფოთებელი პოლიტიკურ განვითარება, მათ შორის, გამჭვირვალეობის შესახებ კანონი, ვწუხვართ, რომ იყო ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე, რომელიც ოფიციალური პირებისგან მოდიოდა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბანერი პოზიცია-5

ბორელი აცხადებს, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ და მის გარშემო არსებული უარყოფითი განვითარება აშორებს საქართველოს ევროკავშირს.

„ჩვენ მაღალჩინოსანთა მხრიდან მოვისმინეთ, რომ ეს კანონი აახლოებს ევროკავშირთან. მინდა, ვიყო ძალიან მკაფიო – არა, არა, ეს კანონი და მის გარშემო არსებული უარყოფითი განვითარება აშორებს საქართველოს ევროკავშირს. მეტად მკაფიო ვერ ვიქნები. ეს აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან. ამ განცხადებას მხარს უჭერს 27-დან 26 წევრი ქვეყანა. არ გვაქვს ერთსულოვნება, თუმცა არც გვჭირდება ის ვითარების პოლიტიკური შეფასებისას. ჩვენ ვიცით, რომ ეს დინამიკა წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებასთან და დღეს მინისტრების უმრავლესობა ძალიან მკაფიო იყო, რომ საქართველოს მთავრობა აშორებს ქვეყანას ევროკავშირისგან“, – განაცხადა ბორელმა.

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, „მთავრობა თუ არ შეცვლის ქმედებების კურსს, საქართველო წინ ვერ წაიწევს ევროკავშირის გზაზე“.

„პარალელურად, ჩვენ გავზრდით ჩვენს მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ. წინ აღვუდგებით დეზინფორმაციას, გავზრდით მხარდაჭერას საარჩევნო პროცესის მიმართ. ჩვენ შევიმუშავეთ სამუშაო ვარიანტი და ვაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს, ზომების შეჯერებას. შევამცირებთ პოლიტიკურ კონტექსტს და საქართველოსთან წვდომას, განვიხილავთ ფინანსური დახმარების შეჩერებას მთავრობისთვის და გადავხედავთ ჩვენ მხარდაჭერას ევროპის მშვიდობის ფონდიდან. ამის გაკეთება დაუყოვნებლივაა შესაძლებელი, თუმცა გავაგრძელებთ ვითარებაზე დაკვირვებას და მივიღებთ მეტ ზომებს მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით, დემოკრატიის სასარგებლოდ, მათი უმრავლესობის არჩევანის და ევროკავშირში საქართველოს მომავლის გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ბორელმა.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროპის მშვიდობის ფონდიდან საქართველოს მხარდაჭერის გეგმის შეწყვეტას არ სჭირდება წევრი სახელმწიფოების ერთსულოვნება.

„მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერება ეს ისეთი რამაა, სადაც საბჭოს ორი მესამედის მხარდაჭერის შემთხვევაში, კომისია მას ახორციელებს. ევროპის მშვიდობის ფონდიდან საქართველოს მხარდაჭერის გეგმის შეწყვეტას ასევე არ სჭირდება ერთსულოვნება. ერთსულოვნება საჭიროა მხარდაჭერის გასაცემად და არა მის შესაწყვეტად. ერთსულოვნება შესაძლოა, დასჭირდეს სხვა საკითხებს, თუმცა ამ დროისთვის მათ ჯერ შემდგომი განხილვა სჭირდება“, – განაცხადა ბორელმა.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

“ოპოზიცია როდესაც ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი მხოლოდ ხელისუფლებას ერჩოდა – დიდი ტყუილი იყო, ყველაფერი ფარისევლობაა -თენგიზ შარმანაშვილი

11:58 - 27/02/2026

ვიზების შეჩერება შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს -ევროკომისიის პრეზიდენტი

11:42 - 27/02/2026

25 თებერვალი -ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული

14:35 - 25/02/2026
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,016 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,941 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,180 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023821 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

25 თებერვალი -ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული

მირქმა – მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

🔵”ეს ხალხი ცრემლებს დახუჭულ თვალებს უჭერენ, სხვას რომ არ დაანახონ…”- სანდრო ელოშვილი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.