აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის არ არის დარწმუნებული, რომ ნოემბერში აშშ-ის არჩევნები მშვიდობიანი იქნება.
თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული განცხადების მიზეზად წინა არჩევნების დროს „რესპუბლიკელი“ კანდიდატის, დონალდ ტრამპის ქცევა დაასახელა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. არ ვიცი, იქნება თუ არა მშვიდობიანი.
ის, რაც ტრამპმა თქვა და ის, რაც მან თქვა ბოლო [არჩევნების] დროს, როდესაც არ მოეწონა არჩევნების შედეგი, ძალიან საშიში იყო“, – განაცხადა ბაიდენმა.