Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
  • ალიევი: ევროპარლამენტი სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის ნაცვლად მის საბოტაჟს ცდილობს
  • AI ექიმებზე უკეთეს დიაგნოზებს სვამს – ჰარვარდის კვლევის შედეგები
  • საქართველო პურის ხორბლის უძველეს კერად დასახელდა
  • 🌾 სად დაიბადა პური — ხორბლის ისტორიის ახალი კვალი საქართველოში
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ალიევი: ევროპარლამენტი სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის ნაცვლად მის საბოტაჟს ცდილობს

ალიევი: ევროპარლამენტი სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის ნაცვლად მის საბოტაჟს ცდილობს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ევროპულ ინსტიტუტებს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს
22:40 - 04/05/2026
Facebook Telegram Twitter LinkedIn

ევროპარლამენტი იმის ნაცვლად, რომ სამშვიდობო პროცესს მხარი დაუჭიროს, მის საბოტაჟს ცდილობს- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ალიევის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის კომისია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს პოზიტიურად უყურებს, ყველა ევროპული ინსტიტუტი ერთიან მიდგომას არ იზიარებს.

მისივე განცხადებით, კრიტიკა განსაკუთრებით ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ეხება.

„მსურს, მადლობა გადავუხადო ევროკომისიას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით მისი პოზიციისთვის. თუმცა ყველა ევროპული ინსტიტუტი ერთნაირ მიდგომას არ ავლენს. მათ შორისაა ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. აზერბაიჯანი ევროსაბჭოს წევრია 2001 წლის იანვრიდან. სხვათა შორის, იმ პერიოდში თავადაც აქტიურად ვმონაწილეობდი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. ვიყავი აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი და პარლამენტის წევრი. 2024 წლის იანვრამდე ჩვენს დელეგაციას ევროპის საბჭოში არასოდეს შეხებია რაიმე სახის შეზღუდვა”-განაცხადა ალიევმა.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა მისი თქმით, ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა ყარაბაღში სეპარატიზმს ბოლო მოუღო.

“2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა ყარაბაღში სეპარატიზმს დაუსვა წერტილი. ჩვენ თავად აღვასრულეთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1993 წელს მიღებული ოთხი რეზოლუცია, რომლებიც 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. ოთხი თვის შემდეგ კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჩვენი დელეგაციის წინააღმდეგ სანქციები დააწესა”-განაცხადა ალიევმა.

ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა თავად აღასრულა გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1993 წლის რეზოლუციები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში შეუსრულებელი რჩებოდა. თუმცა, ამის შემდეგ, მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

პრეზიდენტმა გააკრიტიკა ე.წ. „ორმაგი სტანდარტები“ და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისას.

“სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის ერთგვარ მეთოდად იქცა. აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ისეთივე ღირებულება აქვს, როგორიც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ამ საკითხში ორმაგი სტანდარტები მიუღებელია. ევროპარლამენტიც, სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის ნაცვლად, მის საბოტაჟზეა ორიენტირებული”-განაცხადა ალიევმა.

მისივე განცხადებით, 2021 წლის მაისიდან 2026 წლის აპრილამდე ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ 14 რეზოლუცია მიიღო. ალიევის შეფასებით, ეს უკვე „აკვიატების ფორმას“ იღებს.

” ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ 14 რეზოლუცია მიიღო, რომლებიც შეურაცხმყოფელი განცხადებებით იყო სავსე. წარმოიდგინეთ, 14 რეზოლუცია ხუთ წელიწადში. ეს უკვე ერთგვარი აკვიატებაა. ბოლო რეზოლუცია კი სულ ოთხი დღის წინ, უშუალოდ სამიტის წინ მიიღეს. იმის ნაცვლად, რომ ევროპარლამენტი ისეთი ფუნდამენტური პრობლემების მოგვარებაზე იყოს კონცენტრირებული, როგორებიცაა ქსენოფობია, ისლამოფობია, ანტისემიტიზმი, მიგრაცია, კონკურენტუნარიანობა და უსახლკარობის პრობლემები ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში, ის აზერბაიჯანის წინააღმდეგ ცილისწამებასა და სიცრუის გავრცელებაზეა გადართული”-აღნიშნა ალიევმა.

მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტს აღადგენს, ბოლოს უღებს სეპარატიზმს და სამხედრო დამნაშავეებს პასუხისგებაში აძლევს.

“ევროპარლამენტის ქმედებების საპასუხოდ, აზერბაიჯანის პარლამენტმა პირველ მაისს ოფიციალურად შეაჩერა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, შეაჩერა მონაწილეობა ევროკავშირ-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტში და „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში. გარდა ამისა, დაწყებულია წევრობის შეწყვეტის პროცედურაც.

შეიძლება დაგაინტერესოთ

მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

14:27 - 06/05/2026

AI ექიმებზე უკეთეს დიაგნოზებს სვამს – ჰარვარდის კვლევის შედეგები

10:13 - 04/05/2026

საქართველო პურის ხორბლის უძველეს კერად დასახელდა

19:56 - 30/04/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.