Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ ჰეზბოლა სრულად უნდა განიარაღდეს -Sky News
  • იტალიამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება შეაჩერა
  • ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი დაამტკიცეს
  • 14 აპრილი – დედაენის დღე | 1978 წლის ისტორიული ბრძოლა ქართული ენის გადასარჩენად
  • აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ცოტა ხანი რუსულ კანიონზე ვისაუბროთ- მათე მაყაშვილი

ცოტა ხანი რუსულ კანიონზე ვისაუბროთ- მათე მაყაშვილი

16:18 - 21/05/2024
Facebook Telegram Twitter LinkedIn
"ძალიან მინდოდა რომ მშვიდობიანად დასრულებულიყო ეს ამბავი და პირველი პრეცედენტი ყოფილიყო იმისა, თუ როგორ იჭრება პრობლემა გაწონასწორებული საუბრით, მაგრამ რავიცი, დავნებდი, აზრი არა აქვს, ვერ ვაგებინებთ ვერაფერს. ბეტონის ცნობიერება აქვთ."
ცოტა ხანი რუსულ კანიონზე ვისაუბროთ.
რა მოხდა?
გაიჯარდა სოფლის უმთავრესი ადგილი 40 წლით, ჩუმად, კანონ-დარღვევებით.
გამარჯვებული კომპანია “კანიონი 350”
კომპანიის 40% წილს ფლობს დაცული ტერიტორიების ყოფილი დირექტორის დედა, რომელიც გორის კლინიკაში მუშაობს. წილი გადაუფორმეს აუქციონის მოგებიდან 3 დღეში.
ამაზე აშკარა კორუფციის ნიშნები რა უნდა იყოს? მაგრამ არანაირი რეაგირება, ისევ ჯიუტად ცდილობენ თავისი გაიტანონ და სოფელს წაართვან მდინარე, რომ ზედ დიდი ფულის “სტანოკი” დადგან.
კომპანიის 35% წილს ფლობს მამუკა მერკვილაძე.
📌 ახლახანს დაინიშნა რუსეთში საქართველოს სექციის ხელმძღვანელად
📌 იყო რუსეთში ქართული დიასპორების ვიცეპრეზიდენტი
📌 იყო კომპანიის დირექტორი, რომელმაც 800-მდე ვაგონი აუქციონის გარეშე, კაბალური ხელშეკრულებით რუსულ კომპანიას გადასცა
📌 მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენაში
📌 რუსებთან ერთად აქვს რამდენიმე ბიზნესი
ძალიან დიდი კავშირები აქვს რუსეთთან, ოღონდ რიგითი ბიზნესმენი არ არის, როგორც იყო უმეტესობა ქართველებისა. პოლიტიკური პირია. კაგაბეშნიკი.
ამ მაქინაციაში თითქმის ყველა მაღალჩინოსანია უკვე გასვრილი დაცული ტერიტორიებიდან, კანიონის ადმინისტრაციიდან, გარემოს დაცვიდან და ა.შ.
ისეთი საზიზღარი სიტუაციაა, როგორც კი თემაში შევდივარ ფიზიკურად ცუდად ვხდები, გულისრევის შეგრძნება მეწყება.
არგუმენტი აქვთ ის, რომ აბა განვითარება არ გინდათო? ტურისტები მოვლენ და ფულს იშოვითო.
თითქოს მარტო ეგ გზაა განვითარების, არიან აფერისტები, მატყუარები, მანიპულატორები.
როგორი უნდა იყოს ევროპული (სამართლიანი) ყაიდის კანიონი?
კანიონი იქნებოდა დაცული ტერიტორიების და ადგილობრივი თემის თანამმართველობაში.
სახელმწიფო პირველ რიგში ეცდებოდა, რომ როგორმე კანიონის განვითარებაში ადგილობრივები ყოფილიყვნენ ჩართულები, დაეხმარებოდა კოოპერატივის გაკეთებაში.
მოაწყობდა მართლა ეკოტურისტულ სივრცეს და არა რკინა-ბეტონს.
სოფლის მოსახლეობა, ყველა თავისი რესურსით იქნებოდა ჩართული პროცესში, ზოგი ფიზიკური შრომით, ზოგი ფინანსური, ზოგი ინტელექტუალური, ზოგი დასაქმდებოდა და ა.შ
შემოსავალი ჩატრიალდებოდა ადგილობრივ ბიუჯეტში, რაც სოფელს საშუალებას მისცემდა რომ განევითარებინა სხვადასხვა წარმოებები, ინფრასტრუქტურა და ა.შ.
სოფელი გახდებოდა თვითკმარი და დამოუკიდებელი.
მაგრამ არა, ამაზე რომ დავიწყეთ ლაპარაკი იცით პასუხად რა მივიღეთ? თქვენ ბიზნესის ახევა გინდათო. ხმები გაავრცელეს, წილები მოითხოვესო.
ამაზე მართლა გული ამერია, დიდი ხანი ურცხვად გვიმტკიცებდნენ, რომ ძალიან მაგარი პროექტი კეთდებაო, უბრალოდ თქვენ არ გესმითო.
ძალიან მინდოდა რომ მშვიდობიანად დასრულებულიყო ეს ამბავი და პირველი პრეცედენტი ყოფილიყო იმისა, თუ როგორ იჭრება პრობლემა გაწონასწორებული საუბრით, მაგრამ რავიცი, დავნებდი, აზრი არა აქვს, ვერ ვაგებინებთ ვერაფერს.
ბეტონის ცნობიერება აქვთ.
ამასობაში პროტესტის ფონზე მშენებლობა გაჩერებული იყო, მაგრამ ნელ-ნელა ისევ დაიწყეს სოფელში შემოსვლა, იყიდეს მიწები კერძო პირებისგან, ყველანაირად ცდილობენ თავისი გაიტანონ.
სახელმწიფო დუმს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც კორუფციული სქემა გასკდა.
ზოგიერთი მათგანი ამბობს, გეთანხმებით ყველაფერში, უბრალოდ ხალხის გულწრფელობის არ მჯერაო.
რამხელა ბულშითია ხვდებით ხო? ანუ გეთანხმებით რომ უსამართლობა ხდება, მაგრამ ერთ-ორ სოფლელს პროტესტის სხვა მოტივები აქვთ, ამიტომ უკანონობა მოსულა : )
როგორც ჩანს ცხელი ზაფხული იქნება, სოფელიც ცხადია უკან დახევას არ აპირებს, აუცილებლად დასჭირდება თქვენი დახმარებაც.
დიდება უფალს, იმედია ყველაფერი კარგად იქნება, მიყვარხართ ❤
🙏
პ.ს. იცით რას მივხვდი, რეალურად, სიღრმეში რომ ჩახვიდე კონფლიქტი იმაზე გვაქვს, რომ მთავრობისგან სიყვარულს ვითხოვთ, მეტს კი არაფერს.
ისინი კიდევ გვეუბნებიან, რომ ამიტომ და ამიტომ არ ხართ საყვარლებიო.
რომელიმე მათგანს ხალხის სიყვარული რომ ჰქონდეს, სიყვარული თავად უკარნახებდა სწორ გადაწყვეტილებას.
და სიყვარულამდე რომ მივიდნენ ტანჯვა უნდა გაიარონ, საკუთარი თავის დანახვა სარკეში, მტკივნეულია და ამ ტკივილისგან გარბის გონება.
მათე მაყაშვილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ ჰეზბოლა სრულად უნდა განიარაღდეს -Sky News

01:53 - 15/04/2026

იტალიამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება შეაჩერა

01:08 - 15/04/2026

ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი დაამტკიცეს

23:59 - 14/04/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.