Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “ოპოზიცია როდესაც ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი მხოლოდ ხელისუფლებას ერჩოდა – დიდი ტყუილი იყო, ყველაფერი ფარისევლობაა -თენგიზ შარმანაშვილი
  • ვიზების შეჩერება შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს -ევროკომისიის პრეზიდენტი
  • 25 თებერვალი -ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული
  • საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა
  • ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია.
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

23:04 - 27/02/20247 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

დღეს, ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასების მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის წევრები, პროტესტის ჯგუფის აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

ბანერი პოზიცია-5

მათივე ცნობით, კომისიის წევრებს, შესაბამის ექსპერტებსა და საკითხით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე გასცნობოდნენ არსებულ ვითარებას და შეეფასებინათ პროექტის გარემოზე ზემოქმედება, რაც, თავად საპროტესტო ჯგუფის მიერ იყო მოთხოვნილი.

„სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ჯგუფის მხრიდან, რომელიც აპროტესტებს ბალდის კანიონის პროექტს, მსგავს დესტრუქციულ ქმედებას უკვე არაერთხელ ჰქონდა ადგილი – ჩაიშალა ქალაქ მარტვილში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა და, ასევე, ბალდის კანიონის მიმდებარედ, მდინარე აბაშის დათევზიანების გეგმიური ღონისძიების შემდეგ, გზა გადაუკეტეს და ცილისმწამებლური ბრალდებებით პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავების ვალდებულება სამინისტროსა და სააგენტოს არ ჰქონდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და დაცული ტერიტორიების საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიიღეს გადაწყვეტილება, ექსპერტების ჩართულობით, მოეხდინათ ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასება, რაც სამწუხაროდ, რადიკალური ჯგუფის ქმედებების გამო, ვერ განხორციელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღესაც, ისევე როგორც წინა ორ შემთხვევაში, პროტესტის მონაწილეთა მხრიდან, ადგილი ჰქონდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების მიმართ პროვოკაციულ ქმედებას. უნდობლობას უცხადებდნენ ადგილზე მყოფ დარგის სპეციალისტებს და არ მისცეს საშუალება განეხორციელებინათ ტერიტორიის შესწავლა და შეფასება.

დაცული ტერიტორიების სააგენტო მიუღებლად მიიჩნევს აღნიშნულ რადიკალურ ქმედებებს და პროტესტის გამოხატვის მსგავს ფორმას, რაც ხელს უშლის  კონსტრუქციულ დიალოგს და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის წარმოებას.

დღეს, კიდევ ერთხელ, ნათლად გამოჩნდა, რომ აღნიშნული ჯგუფი მიზანმიმართულად ცდილობს ხელი შეუშალოს ბალდის კანიონის პროექტის განვითარებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა, დღეს გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა, თავიდან აიცილეს სიტუაციის ესკალაცია და ტერიტორიაზე არ შევიდნენ. მიუხედავად ამისა, პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, სააგენტო შეასრულებს აღებულ ვალდებულებას და ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას განახორციელებს.

ბალდის კანიონის განვითარების პროექტის მიზანია – საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნა სამეგრელოს რეგიონში – პირველი როლერის ატრაქცია საქართველოში (კავკასიაში), რომლითაც სრულად სარგებლობას შეძლებენ შშმ პირები.

შესაბამისად, ამ მართლაც უნიკალურ ადგილს, რომლის უდიდესი ნაწილი ვიზიტორისათვის მიუწვდომელია, მთელი ქვეყანა და მსოფლიო გაიცნობს. ამასთანავე, ეს პროექტი ადგილობრივების ცხოვრებაზე იქონიებს მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას, ისევე როგორც ეს მოხდა მარტვილის კანიონისა და სხვა ბუნების ძეგლების შემთხვევაში, რომელთა განვითარებაზეც წლების განმავლობაში მუშაობს დაცული ტერიტორიების სააგენტო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

“ოპოზიცია როდესაც ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი მხოლოდ ხელისუფლებას ერჩოდა – დიდი ტყუილი იყო, ყველაფერი ფარისევლობაა -თენგიზ შარმანაშვილი

11:58 - 27/02/2026

ვიზების შეჩერება შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს -ევროკომისიის პრეზიდენტი

11:42 - 27/02/2026

25 თებერვალი -ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული

14:35 - 25/02/2026
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,016 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,941 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,180 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023821 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

მირქმა – მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

25 თებერვალი -ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული

🔵”ეს ხალხი ცრემლებს დახუჭულ თვალებს უჭერენ, სხვას რომ არ დაანახონ…”- სანდრო ელოშვილი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.