Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • 25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს
  • თბილისის საკრებულომ დღეს ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი – 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
  • გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
  • 19 დეკემბერი წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეა
  • არ შეიძლება, პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი -ირაკლი კობახიძე
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » დარწმუნებული ვარ, ვინაიდან არ აქვს ფაქტი, პროკურატურაში მისვლას ვერ გაბედავს-ირაკლი კობახიძე

დარწმუნებული ვარ, ვინაიდან არ აქვს ფაქტი, პროკურატურაში მისვლას ვერ გაბედავს-ირაკლი კობახიძე

20:40 - 30/10/20247 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

პროკურატურაში გამოძიება წარიმართება და თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბანერი პოზიცია-5

მთავრობის მეთაურის თქმით, საჯაროდ ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარადგინეს, ახლა მოუწევთ მისვლა პროკურატურაში და მტკიცებულებების წარდგენა.

„თუ არ მივლენ, ეს იქნება მტკიცებულება, რომ ისინი ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით. ერთი საინტერესო დეტალია, რაც უკავშირდება სალომე ზურაბიშვილს, მის დაბარებაზეა საუბარი. ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს. საქართველოში მოქმედებს საპარლამენტო მმართველობის სისტემა, სადაც, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს არ შეუძლია, ეკავოს პარტიული თანამდებობა და ის უნდა იყოს ზეპარტიული, ანუ არ შეიძლება, ის ერთვებოდეს საარჩევნო კამპანიაში რომელიმე პარტიის ან პარტიების სასარგებლოდ.

სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს, რაც ასახულია ეუთო/ოდირის დასკვნაში და არჩევნების დელეგიტიმაციის კამპანიას სათავეში ჩაუყენეს სალომე ზურაბიშვილი – ის ადამიანი, რომელიც თავად უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს. ასეთ კამპანიას ხომ ვერანაირი ფასი და ვერავითარი დატვირთვა ვერ ექნება. კეთილი ინებოს, სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, წარადგინოს პროკურატურაში, შესაბამის უწყებებში, ნუ საუბრობენ ზეპირად ისეთ რამესთან დაკავშირებით, რაც ბუნებაში არ მომხდარა. ეს არის მათი პასუხისმგებლობა.

სალომე ზურაბიშვილი, მართალია, სულით და გულით არის „ენჯეოშნიკი“ თუ „ენჯეოშნიცა“, მაგრამ თანამდებობით არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. მას აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა. მას არ აქვს უფლება, ისაუბროს ზეპირად. თუ რაიმეზე აქვს ფაქტი, ეს ფაქტი უნდა წარადგინოს პროკურატურაში, შესაბამის კონსტიტუციურ ორგანოში, თუმცა, დარწმუნებული ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ არ აქვს არავითარი ფაქტი, ის ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას და ვერ მისცემს ვერავითარ ინფორმაციას პროკურატურას იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ზეპირად აჟღერებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადებების გამო სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

10:00 - 25/12/2025

თბილისის საკრებულომ დღეს ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი – 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

12:31 - 23/12/2025

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

11:21 - 23/12/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,016 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,179 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023821 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

19 დეკემბერი წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.