Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • მიტროპოლიტ შიოს სააღდგომო ეპისტოლე
  • იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
  • იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის წინ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული
  • დიდი შაბათი – იესო ქრისტეს საფლავად დადების დღე და აღდგომის მოლოდინი
  • 🥚 რატომ ვღებავთ კვერცხებს მაინცდამაინც წითლად?
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » დასავლეთზე წუხს პირველ რიგში, ანუ თავის რეალურ სამშობლოზე -დავით ქართველიშვილი

დასავლეთზე წუხს პირველ რიგში, ანუ თავის რეალურ სამშობლოზე -დავით ქართველიშვილი

12:46 - 03/10/2024
Facebook Telegram Twitter LinkedIn

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ზურაბიშვილის ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება დასავლეთისთვის კიდევ ერთი კრიზისი იქნება.

ქართველიშვილის შეფასებით ზურაბიშვილის ამ განცხადებით ირკვევა, რომ ის „პირველ რიგში დასავლეთზე წუხს“.

„ჩემთვის უკვე ის კი არაა იმდენად მნიშვნელოვანი, შინაარსობრივად რას იძახის ეს ქალი – ყოველთვის შეიძლება აქცენტის გაკეთება მის მიერ ქართული ენის ფლობის პრობლემაზე. თუმცა შინაარსობრივადაც საინტერესოა – დასავლეთზე წუხს პირველ რიგში, ანუ თავის რეალურ სამშობლოზე.

ამიტომაც მისი ყოველი განცხადების ფორმაზე მინდა გავამახვილო ჩვენი ყურადღება. მას ქართველი ხალხი ეზიზღება. ზუსტად ისე, როგორც ეზიზღებოდა 20-იან წლებში საქართველოდან გახიზნული ემიგრაციის დიდ ნაწილს, ქვეყანაში დარჩენილი მოსახლეობა. „წითელი“ მოსახლეობა, „საბჭოთა“ მოსახლეობა.

„მეორეხარისხოვანი“ და „მოღალატე“ ქართველები. ის დღემდე გვიყურებს მენშევიკური მზერით, ის დღემდე ვერ გვიტანს, ვეზიზღებით და შურს იძიებს ჩვენზე.

საოცარი წამოცდენა ჰქონდა წელს 26 მაისს – ჩემი ძირითადი ამოცანა არისო, დავამარცხო აქ „საბჭოეთი“. მათ შორის ის „საბჭოეთი“, რომელმაც ფაშისტური ტყვეობიდან გაათავისუფლა მისი სამშობლო საფრანგეთი. გაათავისუფლა ის „უმაღლესი ხარისხის ქართველობა“, რომელიც უპრობლემოდ აგრძელებდა კრუასანების მირთმევას ფაშისტებთან კოლაბორაციაში. გასაგებია – რომ ყველას არ ვგულისხმობ, რამეთუ გვახსოვს და ვლოცულობთ მათ შორის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცზე.

ის „საბჭოეთი“, რომელიც 9 აპრილს სასანგრე ნიჩბებს მსხვერპლად შეეწირა, მაგრამ სწორედ მას ებრძვის დღეს მადამ პღეზიდანი და აღარც კი მალავს ამას. აქედან მოდის მისი რუსული პარანოია, რუსეთუმეობით“ შეპყრობილობა. აქედან მოდის საქართველოს ომში გახვევის შემთხვევაში მისი ერთადერთი ზრუნვა და წუხილი – „დასავლეთისთვის კიდევ ერთი კრიზისი იქნება“. ფაშისტების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამხმარე და ყველაზე დაუნდობელი ძალა ადგილობრივი მოსახლეობის რიგებიდან – „პოლიცაები“ იყვნენ. ზურაბიშვილი – დასავლეთის „პოლიცაია“ საქართველოში…“, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

შეიძლება დაგაინტერესოთ

მიტროპოლიტ შიოს სააღდგომო ეპისტოლე

02:38 - 12/04/2026

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

15:50 - 11/04/2026

იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის წინ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული

14:19 - 11/04/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.