🔵ხშირად მსმენია, ნათლობაზე ვითომ მორიდების გამო, სინამდვილეში პირმოთნეობისთვის უარს ვერ ამბობენ.
🔵დამირეკეს, მთხოვეს და უარი ვერ ვუთხარი, ვიცი, რომ ფულის გამო ვჭირდები ნათლიად, ვხვდები, მაგრამ მაინც მივყვები, რა საერთო უნდა მქონდეს ამ ოჯახთან, მაგრამ უხერხულია, უარით გავისტუმრო-ეს მცირე ჩამონათვალია, რის გამოც ხდებიან ნათლიები…
🔵არადა, ყველაზე უხერხული, არაადამიანური მიდგომა ის არის, რა მიზეზებითაც ოჯახები ერთმანეთის ნათესავები ხდებიან.
🔵რა ცუდი ფონია, არ გინდოდეს და ნათლია, ან ნათლული ისე გახდე… ამ ტიპის ადამიანები, მარტო ერთმანეთთან არა, უკვე ღმერთთანაც თამაშობენ და საკუთარ თავზე, საკუთარი ნებით განსაცდელს იკიდებენ.
🔵ვერ აცნობიერებენ, როგორ იმძიმებენ სულს და ამძიმებენ ერთმანეთს. ეს არის სიყალბის და ფარისევლობის კლასიკური ნიმუში. საბოლოოდ ეს მოჩვენებითი ურთიერთობა წლებს ვერ უძლებს და სამუდამოდ კარგავენ ერთმანეთს.
🔵თქვენი არ ვიცი და ჩემთან ბევრი მოსულა, ნათლიას არ ვიცნობ და არ შეიძლება თავიდან მოვინათლო?!
🔵ეს კითხვა კი იმის ნიშანია, ვერც ერთი მხარე ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს ნათლისღება… ის მხოლოდ ერთხელ ხდება ცხოვრებაში და შენ იცნობ თუ არა ნათლიას, მშობლების შეცდომის გამო, გაქვს თუ არა ურთიერთობა, არ აქვს მნიშვნელობა, მონათლული ხარ და საკუთარ თავს თავად უნდა მიხედო…
🔵 ჩამოდგებიან ნათლიები, თითქოს მოდის კვირეულში იღებენ მონაწილეობას, უხერხულად გადაპრანჭულები და მრწამსი არ იციან ზეპირად. თუ თავად გაკლია სულიერი აღზრდა, ნათლული როგორ უნდა აღზარდო…
🔵ყველა ღირებულების აღრევა და განადგურება ხდება… არ დავფიქრდებით?! კიდევ უფრო მეტად დავშორდებით ერთმანეთს…
🔵ზოგს ტაძარში მოსვლაც ეზარება, მომიხსენიეთ და ოქროს ჯვარს სუფრაზე მოვიტანო…
🔵ჰო, ქართველების უმეტესობა ნათლობასაც ხომ სუფრების და ღრეობის გამო ატარებს…
P.S. ბავშვობაში მქონდა რვეული, თავში ვაწერდი- ,,შეცდომების გასწორება” ჰოდა, დავიწყოთ!..”
✅სოციალური ქსელი -პეტრე კოლხი ©

