Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმართა სიიდან გამოტოვება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეპუტაციას აზიანებს -“ნაციონალური მოძრაობა”
  • ანომალიური სიცხე ევროპაში: გერმანიის პოლიციამ ქალაქში ხალხის გასაგრილებლად წყლის ჭავლი გამოიყენა
  • რეკორდულმა სიცხემ ესპანეთში 1 029 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
  • ჯეფრი საქსი: საქართველოსთან გადაკიდების მიზეზი მისი სტრატეგიული მდებარეობაა – შავ ზღვაში რუსეთის ალყაში მოქცევის გეგმის ნაწილი ხართ
  • აფეთქება მონაკოში: დაშავებულებს შორის უკრაინელი მილიონერი ვადიმ ერმოლაევი და მისი ოჯახია
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » 🔵”ეს ხალხი ცრემლებს დახუჭულ თვალებს უჭერენ, სხვას რომ არ დაანახონ…”- სანდრო ელოშვილი

🔵”ეს ხალხი ცრემლებს დახუჭულ თვალებს უჭერენ, სხვას რომ არ დაანახონ…”- სანდრო ელოშვილი

14:22 - 16/03/2024
Facebook Telegram Twitter LinkedIn

 

🔵ჩემი აზრით… ერთი უგუნური კაცის კომენტარი შემომხვდა წეღან…

მისი აზრით… გამჭრიახი და სასაცილო…
“თუ ასე ენატრებათ საქართველო, ჩამოვიდნენ, ვინ აძალებს იქ ყოფნასო…” – ემიგრანტებს გულისხმობდა.
ბავშვობის მეგობარი მყავს, ვალერი… “ტრუსიკის” მეგობარიც არ ჰქვია, ის დროც მახსოვს, დედამისი “უტრუსიკოებს” რომ გვაბანავებდა დიდ ტაშტში…

🔵პლასტმასის პატარა ჭიქით რომ გვასხამდა, იქვე “ფეჩზე” ადუღებულ და ცივთან შენელებულ წყალს…
ეს არც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსკენ მომხდარი ისტორიაა და არც ღმერთისგან მივიწყებულ, უკაცრიელ კუნძულზე მომხდარი ამბავი…

🔵აგერ, ისტორიის საზომებით, გუშინ თუ გუშინწინ, უფლისგან წილხვედრ და ცუდი ადამიანებისგან საკუთარ წილად გადანაწილებულ საქართველოში ხდებოდა…
არც დენი, არც წყალი, არც გაზი, არ ხელფასი, არც პენსია, არც საჭმელი, არც ღიმილი, არც სიცოცხლე, არც ქვეყანა… მაცოცხლებლად მხოლოდ სიყვარული, დედას რომ უყვარს მხოლოდ ისეთი!

🔵მიუხედავად იმისა, რომ როგორც ყველა წესიერ და პატიოსან ოჯახს, ჩვენც გვიჭირდა, ჩემდა გასახარად დედაჩემი ემიგრაციაში არ წასულა… გავძელით… გავუძელით!

🔵თუკი ორგანიზმის 70 % წყალი შეადგენს, ადამიანის სული და გული 120 პროცენტით დედის მოკლებული ქალობა, ახალგაზრდობა, სიხარული და ბედნიერებაა…

🔵ყოველ შემთხვევაში ჩვენ, 90 წლების ბავშვები ასე ვართ!

ჩვენც გვიჭირდა მეთქი, საერთო სტატისტიკური სურათის დასახატად ვთქვი, თორემ თავს როგორ შევადრი… ხალხმა ისეთებს გაუძლო… ზოგმა ვერც… ერთხელ ერთი მეგობრისგან მოვისმინე ვიღაცაზე… “ზოგი იმდენ სიხარულს ვერ უძლებს, რასაც ამ ადამიანმა ტკივილს გაუძლოო…”

🔵ზუსტად ასე იყო ჩემი ვალერის ოჯახიც…

ერთ დღესაც… აი, ზუსტად ის დედა, მარინა დეიდა, “კრუშკით” რომ გვაბანავებდა… გაქრა, წავიდა… ყოველ შემთხვევაში ჩემს აღქმაში ეს ერთ დღეში მოხდა, რადგანაც ის გრძელი და ტკივილიანი მზადების პროცესი, რასაც ემიგრაციაში წასვლა ჰქვია, მე არ გამიგია და არ მიგრძნია…

🔵ერთი ჰექტარი უსასრულოდ დიდი ადგილი მგონია დღემდე, მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე რომ სტადიონი ნახევარი ჰექტარია და ხვდებით მაშინ ამერიკა სად იყო ჩემთვის?

🔵იდეაში სადაც ახლაა… ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით…
ამბავიც ასე გავიგეთ…
ვალერის დედა ამერიკაშია! ამიტომაც ამერიკამ გადაარჩინა ვალერი! In God We Trust…
მარინა დეიდას “ამერიკელობა” უცებ მარტო ვალერის კი არა, ჩვენც დაგვეტყო…

🔵Nike, Adidas, New Balance… ჩავიცვით და “ჩავიშმოტკეთ”
ვალერის მობილური ტელეფონიც გაუჩნდა… Motorola… გასაშლელი V3… ეს ის დროა “საძმაკაცოზე” ერთი ტელეფონი რომ მოდის…

🔵მოკლედ ჩვენი ცხოვრება შედგა!.. ვალერის ხომ თავისთავად!

🔵ერთი… ერთადერთი პრობლემა იყო… ერთი ხინჯი… თუ ერთი სევდა… თუ რაღაც… არც ვიცი…
ტელეფონში, ცხრა ზღვას და ცხრა მთას იქიდან გაგონილი, ყურმოკრული ფრაზა…
– როგორ ხარ, დე?
და აქედან ნაპასუხები…
– კარგად დე, შენ როგორ ხარ?!
მიუხედავად იმისა, რომ წესით მაშინ საკმაოდ პატარები ვიყავით ამის გასაგებად, ჩასაწვდომად, ჩასატკენად, ვალერის და მარინა დეიდას დიალოგის ეს მოკლე შესავალი, ყოველ ჯერზე, როდესაც შევესწრებოდი და მოვისმენდი, ისე მტკიოდა, გაფიქრებასაც კი ვერ ვბედავდი მათ გულებში რა ხდებოდა იმ წამს, იმ წუთებში, იმ დღეებში და წლებში უერთმანეთოდ…

🔵მერე ვალერი USA ში წავიდა, დღემდე იქაა… ალბათ გავიდა ასე… 30 წელიწადი.

🔵მადლობა ღმერთს, მარინა დეიდას უდიდეს შრომას და წვალებას, ვალემ მონდომება და ძალიან კარგი სწავლა დაუმატა და ახლა ორივე ძალიან წარმატებული და შესაბამისად ბევრად უფრო ადამიანური ცხოვრებით ცხოვრობენ, ვიდრე აქ… მაშინ…
არაფერი განსაკუთრებული ამ ისტორიაში, ასეთი ათასობითაა…

🔵ხშირად ჩამოდიან ხოლმე საქართველოში… რა თქმა უნდა ერთად ვიკრიბებით… ვქეიფობთ, ვიცინით, ვტკბებით ცხოვრებით…

🔵უბრალოდ იცით რა ვერ ამოვხსენი? რა ვერ გავიგე?!
როცა ვუყურებ მათ დედა-შვილობას, ისევ ის სევდა აქვთ
– როგორ ხარ, დე?
– კარგად დე, შენ როგორ ხარ?
ვერ გააქრეს… როგორც იარა, როგორც ჭრილობა ისე დარჩა მათ თვალებში… მაშინდელი უერთმანეთობა ვერ გააქრეს…
უკითხავად დავწერ და ალბათ არ ეწყინება… ნიკა კუჭავა ხომ იცით? ცნობილი, ნიჭიერი და კარგი მსახიობი…
აი, სცენიდან რომ გაცინებთ, გამხიარულებთ (ხანდახან გატირებთ კიდეც) თავს გაწონებთ და გაყვარებთ…
ჩემი ძმაკაცი და კატოს ნათლია… იცით გამორჩეულად სად შემიყვარდა?

🔵ვსვამდით ხოლმე… ბევრს ვსვამდით… (ახლა ვეღარ… 😊)
ვსვამდით ყველგან… კულისებში, საგრიმიოროში, რესტორანში, დუქანში, სახლში, ქუჩაში, ტყეში…
კაცებთან, ქალებთან…
ძაღლთანაც დაგვილევია…
რა თქმა უნდა უფრო ხშირად ერთი ერთზე…
ხომ არსებობს ნატვრები… რომელსაც სიტუაცია ირგებს და ცვლის… აი ახლა კარგი იქნებოდა “ის”… ახლა კარგი იქნებოდა “იქ” ყოფნა… “იმასთან” ხომ არ წავიდეთ?
მას სულ ერთი ნატვრა ჰქონდა, მოღიმარსაც და სევდიანსაც…

🔵”სახლი… სახლი რომ დედაჩემი ჩამოვიყვანო…”
ბევრი წლის წინ, უკუღმართი დროის და ხალხის გამო სახლი დაკარგეს…

🔵აიხდინა ეს ნატვრა… ჩამოვიდა ნანა დეიდა… ერთად არიან… ბედნიერად… მაგრამ აქაც ის სევდაა… ხმაში ჩარჩენილი სევდა, როდესაც ნიკა დედას ახსენებს!

🔵ჩემი მეგობრის, შაკოს დედა, რომელიც ხშირად დადიოდა სკოლაში და მთელი ჩვენი კლასის დედა იყო, ჩვენი ქეთინო, აქ, საქართველოში მაშინ გარდაიცვალა, შაკო რომ იქ, ამერიკაში “მოეწყო” თუ “აეწყო”… ისიც ოდნავ, მაგრამ რომ გიხარია ისე…

🔵შაკო ვერ ჩამოვიდა… ნურავინ მოყვებით რომ თვითმფრინავს გაიტაცებდით, ზღვას გადმოცურავდით და ა.შ.

🔵ვერ ჩამოვიდა და ესაა ყველაზე დიდი ტკივილი, რომელიც შეიძლება განშორებამ, დაშორებამ მოგაყენოს…
ტკივილის შეუმსუბუქებლობის ტკივილი…
შორს ყოფნის ტკივილი…

🔵ტელეფონში ახსნილი სიყვარულის ტკივილი…
ვერ შეხების… ვერ შეგრძნების ტკივილი…

🔵ამიტომაც, ისევ ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მათვის დავუშვათ 200 $ ით იაფია ახალი Iphone, 1000 $ ით იაფი ახალი ავტომობილი, “ხელფასი დოლარებში აქვთ ძმაო” და მსგავსი “ნავაროტკები”…

🔵ეს ხალხი ცრემლებს დახუჭულ თვალებს უჭერენ, სხვას რომ არ დაანახონ…

🔵და სანამ რამეს ვიტყვით, ჩვენთვის გვახსოვდეს… ეს ის ადამიანები არიან, ყოველ ღამე რომ რეკავენ სახლში და შვილებს ეუბნებიან…

🔵- მალე ჩამოვალ დე…

✅სოციალური ქსელი-სანდრო ელოშვილი©️

შეიძლება დაგაინტერესოთ

მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმართა სიიდან გამოტოვება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეპუტაციას აზიანებს -“ნაციონალური მოძრაობა”

14:29 - 23/07/2026

ანომალიური სიცხე ევროპაში: გერმანიის პოლიციამ ქალაქში ხალხის გასაგრილებლად წყლის ჭავლი გამოიყენა

19:36 - 06/07/2026

რეკორდულმა სიცხემ ესპანეთში 1 029 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

15:23 - 02/07/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.