მედია ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ცნობილ მწერალს ახალგაზრდა ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებს და ამ საქმის გამოძიების ფარგლებში დააპატიმრეს და დაკითხეს.
გამოცემა ასევე პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ფრანგი მწერალი უარყოფს მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებას.
Le Parisien-ის ინფორმაციით, ფრედერიკ ბეგბედერი პატიმრობიდან უკვე გაათავისუფლეს, თუმცა გამოძიება გრძელდება.