ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა.
უბნის თავმჯდომარის, გიორგი ჩხარტიშვილის თქმით, 50 წლამდე მამაკაცი რეგისტრატორის პოზიციას იკავებდა.
მისივე თქმით, მამაკაცი უეცრად ცუდად გახდა. ადგილზე მყოფმა ადამიანებმა დახმარება გაუწიეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მოსულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
“რამდენადაც ვიცი, ამ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ აქ რა მოხდა, არ ვიცი. ცუდად გახდა, გონება გაეთიშა. სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟიც გავუკეთეთ. პულსი მხოლოდ მაშინ ესინჯებოდა, როდესაც გულის მასაჟს ვუკეთებდით. სასწრაფოს გარდაცვლილი დახვდა”, – განაცხადა მე-15 უბნის დამკვირვებელმა მარინა ღლონტმა.