“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მოსახლეობას ქალაქ მცხეთაში შეხვდა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.
მათივე ცნობით, დელეგატმა მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე.
„მცხეთაში მიღებული გადაწყვეტილება განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს! ღრმად მწამს, რომ ჩვენი არჩევანი მშვიდობის, სტაბილურობის, რწმენისა და ტრადიციების შენარჩუნების სასარგებლოდ იქნება“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.