Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
  • შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
  • 25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს
  • თბილისის საკრებულომ დღეს ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი – 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
  • გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა

გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა

12:56 - 04/03/202513 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ. საკუთარი სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან. შესაბამისად, ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამედ ერთადერთი საღი გამოსავალია, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბანერი პოზიცია-5

როგორც ბაჩიაშვილი აღნიშნავს, მისი წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია

„ჩემ წინააღმდეგ წამოყენებული მორიგი შეთითხნილი, ხანდაზმული და კანონთან შეუსაბამო პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს. ამ უსამართლობას ხელმძღვანელობენ სანქცირებული ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, მათ შორის: მოსამართლე გიორგი გელაშვილი, სასამართლოს ხელმძღვანელები – მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე, მთავარი პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე. თითოეული მათგანი, ვინც ამ პოლიტიკურ რეპრესიასა და გამოძალვაშია ჩართული, უკვე სანქცირებულია ცივილიზებული სამყაროს მთავრობების მიერ. ეს არ არის სამართლებრივი სისტემა, სადაც ჭეშმარიტება იმარჯვებს და არც სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეჯახები ივანიშვილის კორუმპირებულ მანქანას. გარდა ამისა, მე მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემი უსაფრთხოების მიმართ რეალური საფრთხეების შესახებ – საფრთხეების, რომელსაც დღევანდელ საქართველოში, შეიძლება, სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში, სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტვა შემომითვალა.

ვუცხადებ სოლიდარობას იმ ათასობით ქართველს, ვინც უკანონოდ არიან რეპრესირებული და დატყვევებული ამ რეჟიმის მიერ და მათ, ვინც დღეს იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩემი წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ამ ბრძოლაში ჩემი გარეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება. სამწუხაროდ, ამ არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს. ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ, ვერ გაგვტეხენ და ვერ შეგვაჩერებენ, რადგან ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არასდროს ექნებათ – ჩვენ გვაქვს სიყვარული“, – წერს ბაჩიაშვილი.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში ორ საქმეზეა ბრალდებული. ერთი ეხება ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას, მეორე კი – „მტკვარი ჰესის“ საქმეს. ორივე საქმეზე მას აღმკვეთი ღონისძიების სახედ გირაო აქვს შეფარდებული.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

23:49 - 06/01/2026

შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

16:40 - 06/01/2026

25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

10:00 - 25/12/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,016 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,180 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023821 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

საშობაო ტრადიცია საქართველოში

შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.