Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა
  • აღსრულების ეროვნული ბიურო გვატყობინებს, რომ კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ოფიციალური საბანკო ანგარიში დაყადაღებულია” – ირაკლი კუპრაძე
  • ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 2 284 უბანზე კენჭისყრა – ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება
  • ეს არჩევნები იქნება ტესტი იმის დასანახად, ვინ სცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ვინ – მხოლოდ ხინკალს, ჩვენ ამ საკითხს თვალყურს დეტალურად მივადევნებთ-შალვა პაპუაშვილი
  • მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ინდოეთში 4 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება -Reuters
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » გურამ შარაძის მკვლელობის სცენარი წინასწარ იყო მოფიქრებული, დადგმული და შესრულებული-რუსუდან შარაძე

გურამ შარაძის მკვლელობის სცენარი წინასწარ იყო მოფიქრებული, დადგმული და შესრულებული-რუსუდან შარაძე

15:57 - 22/05/202510 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

მე ვამტკიცებ, რომ გურამ შარაძის მკვლელობის სცენარი წინასწარ იყო მოფიქრებული, დადგმული და შესრულებული. საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული, – ამის შესახებ აკადემიკოს გურამ შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.

ბანერი პოზიცია-5

რუსუდან შარაძის თქმით, 2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების კუთხეში, 18 ნომერთან გურამ შარაძე მოკლეს სამი გასროლით.

„სამი ტყვია თავში – პირველი იყო უკნიდან კეფაში, პირველივე სასიკვდილო და შემდეგ იქვე, ჩაკეცილზე საფეთქელზე ორი საკონტროლო გასროლა დაახალეს. „ალდაგი“არის სადაზღვევო კომპანია, რომელიც იმ დროს განთავსებული იყო ზუსტად იმ ადგილას, ჰქონდა ხუთი კამერა. ორი კამერა ეყენა მელიქიშვილზე, რომელშიც გამოჩნდნენ მამაჩემი და მკვლელი, ორივე კამერაზე, ოღონდ სხვადასხვა რაკურსით. ორი ჯანაშიაზე ეყენა და ერთი შანიძის ქუჩაზე. ეს ადგილი სპეციალურად, შეგნებულად იყო შერჩეული, რომ გურამ შარაძე ზუსტად იმ ადგილას, იმ კამერების წინ უნდა მოეკლათ. ჩვენი ოჯახის მიმართ ხორციელდებოდა თვალთვალი, ძალიან დიდი ხანი. ზეპირად იცოდნენ მამაჩემის განრიგი. გურამ შარაძე იყო ძალიან მოწესრიგებული კაცი, განსაკუთრებით საქმეში ძალიან პუნქტუალური, გაწერილი გრაფიკით. ყოველ კვირა დღეს მთელი ცხოვრება მუშაობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და საღამოობით, ვინაიდან უყვარდა ვარჯიში, მოძრაობა, ყოველთვის ბრუნდებოდა ფეხით. გარდა ეროვნული ბიბლიოთეკისა, კვირა დღეს „ასავალ-დასავალში“ იბეჭდებოდა მისი „ასი წერილი ქართველ ერს“. 33 წერილის დაწერა მოასწრო, ესე იგი, 33 კვირა დღე იქ გაიარა. ორშაბათს გამოდიოდა გაზეთი და ყოველთვის გადაიკითხავდა კვირა დღეს, სხვანაირად გამორიცხული იყო. ბარათელსაც ყოველდღე უთვალთვალებდნენ, ის შემთხვევით იქ არ მოხვედრილა. გიორგი ბარათელი გახლავთ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მსჯავრდებული, რომელმაც სასჯელი მოიხადა. ბარათელს პოლიცია უთვალთვალებდა, რასაც პოლიცია არ მალავს. საქმეში დევს ამის მტკიცებულებები. მამაჩემი მოკლეს 20 მაისს და ვითომ 5 მაისს გიორგი ბარათელი საკუთარ ექიმს, გვარად ტირზიკიანს სახლში მიუვარდა და მსუბუქად დაჭრა. ეს არის ოფიციალური ვერსია. ვთქვათ, დაჭრა ან რაღაც შეურაცხყოფა მიაყენა, სააკაშვილის პოლიცია 5 მაისიდან 20 მაისამდე ბარათელს აკვირდებოდა? როგორც წარმოგიდგენიათ, 5 მაისიდან 20 მაისამდე  უთვალთვალებდნენ და ხელს არ ჰკიდებდნენ?“ – განაცხადა რუსუდან შარაძემ.

ამასთან, რუსუდან შარაძის განცხადებით, „ალდაგის“ორივე კამერა ერთმანეთის მიმართულებით იყურებოდა ვაკისკენ და ამით დამალეს მკვლელის სახე. რუსუდან შარაძე ამბობს, რომ დავით გამყრელიძის კომპანიის, „ალდაგის“ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც 2007 წელს ფუნქციონირებდა, არის გურამ შარაძის მკვლელობის მონაწილე.

„მოგეხსენებათ, კამერების, ვიდეოთვალის მთავარი დანიშნულებაა, ეყენოს ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით, რომ გაკონტროლდეს პარამეტრი ყველა მხრიდან. მკვლელობის მომენტში, მელიქიშვილზე „ალდაგის“ ორივე კამერა ერთმანეთის მიმართულებით იყურებოდა ვაკისკენ. ამით დამალეს მკვლელის სახე. მკვლელი რომ კადრში შემოდის, ის მხოლოდ ჩანს ზურგიდან. ჩვენთვის ესეც საკმარისია, მაგრამ თავად ეს გააკეთეს, შემთხვევით ვერ მოხდებოდა. მესამე კამერა, რომელიც ეყენა შანიძის ქუჩაზე და, წესით, უნდა ეკონტროლებინა გზა, იყო შეტრიალებული ტროტუარისკენ, ჩანს სადარბაზოები და საცხოვრებელი სახლი. ზუსტად ამ გზაზე აირბინა მკვლელმა და დამალეს. ეს ფაქტები შემთხვევით ვერ მოხდებოდა.

„ალდაგის“ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც 2007 წელს ფუნქციონირებდა, არის გურამ შარაძის მკვლელობის მონაწილე, შეიძლება, მთელი შემადგენლობით არა, მაგრამ ნაწილი მაინც. და ბატონი დათო გამყრელიძე რომ გამოდის და „არა რუსულ კანონს“ ყვირის, სჯობს, ის მოიძიოს და მოიკითხოს, მის ოფისში როგორ კლავდნენ გურამ შარაძეს, უფრო სწორად, მონაწილეობდნენ გურამ შარაძის მკვლელობაში. თუ არ მისმენს, გადაეცით დათო გამყრელიძეს, მის კომპანია „ალდაგში“ არიან გურამ შარაძის მკვლელები“, – აღნიშნა რუსუდან შარაძემ.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა

15:31 - 06/08/2025

აღსრულების ეროვნული ბიურო გვატყობინებს, რომ კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ოფიციალური საბანკო ანგარიში დაყადაღებულია” – ირაკლი კუპრაძე

12:47 - 06/08/2025

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 2 284 უბანზე კენჭისყრა – ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება

23:34 - 05/08/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,012 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023816 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

საქართველოში გავგზავნით ტექნიკურ მისიას -ჯოზეფ ბორელი

“ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს”- 29 მარტი ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ხსენების დღეა

19 დეკემბერი წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.