Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • გზა საქართველოდან ამერიკულ საბანკო სექტორამდე – ინტერვიუ თათია როჭიკაშვილთან
  • საიდუმლო მარსზე: მეცნიერებმა პლანეტაზე სიცოცხლისთვის საჭირო ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს
  • AI რევოლუცია: რომელი პროფესიები აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ უახლოეს წლებში?
  • “ცეცხლთან თამაში” – რა კავშირი ჰქონდა სინამდვილეში ბილ გეითსს სკანდალურ მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინთან?
  • “ოპოზიცია როდესაც ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი მხოლოდ ხელისუფლებას ერჩოდა – დიდი ტყუილი იყო, ყველაფერი ფარისევლობაა -თენგიზ შარმანაშვილი
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » გზა საქართველოდან ამერიკულ საბანკო სექტორამდე – ინტერვიუ თათია როჭიკაშვილთან

გზა საქართველოდან ამერიკულ საბანკო სექტორამდე – ინტერვიუ თათია როჭიკაშვილთან

19:52 - 17/03/20260 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლება და კარიერული განვითარება სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. თუმცა ამ გზას ხშირად ახლავს სირთულეები, გამოწვევები და დიდი შრომა. თათია ერთ-ერთი იმ ახალგაზრდათაგანია, რომელმაც საქართველოდან დაწყებული საგანმანათლებლო გზა ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებულ კარიერად აქცია. დღეს ის საბანკო სექტორში მუშაობს Senior Personal Banker-ის პოზიციაზე, პარალელურად აგრძელებს სწავლას მაგისტრატურაზე და აქტიურად არის ჩართული ფინანსური რისკების მართვის პროფესიულ ქსელში.

ბანერი პოზიცია-5

“ჯორჯიან თაიმსი”  თათია როჭიკაშვილს   მის გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და მომავალ გეგმებზე ესაუბრა

– თქვენი გზა საქართველოდან ამერიკამდე საკმაოდ საინტერესოა. გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი საგანმანათლებლო გზა.

– ჩემი საგანმანათლებლო გზა საქართველოში, თბილისის 195-ე საჯარო სკოლაში დაიწყო. სკოლაში სწავლის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამასა და აქტივობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2017 წელი, როდესაც მონაწილეობა მივიღე USAID-ისა და PH International-ის პროექტში „მომავალი თაობა”. პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას, რომლებიც გუნდურ მუშაობასა და ლიდერული უნარების განვითარებას უწყობდა ხელს.

– ასევე მონაწილეობდით ბიზნესთან დაკავშირებულ პროექტში. რა გამოცდილება მიიღეთ ამ პროგრამიდან?

იმავე პერიოდში მონაწილეობა მივიღე IBSU-ში ჩატარებულ „ბიზნეს ანბანის პროექტში”. ეს პროგრამა ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, რადგან სწორედ იქ გავეცანი ბიზნესის საფუძვლებს და გავაცნობიერე, რამდენად საინტერესო და მრავალმხრივი სფეროა ფინანსები და ბიზნეს მენეჯმენტი. სწორედ ამ გამოცდილებამ გამიჩინა კიდევ უფრო დიდი ინტერესი ბიზნესისა და ფინანსების მიმართ.

– მოგვიანებით თქვენი ცხოვრება მოულოდნელად შეიცვალა და ამერიკაში გადახვედით. როგორ გაიხსენებდით ამ პერიოდს?

– სასწავლო წლის დასრულების შემდეგ მოულოდნელად გადავედი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იყო. ყველაზე დიდი გამოწვევა იმ დროს ენის ბარიერი და სრულიად ახალი გარემო აღმოჩნდა. მიუხედავად სირთულეებისა, ეს გამოცდილება ჩემთვის დიდი მოტივაცია გახდა და დამეხმარა უფრო მიზანდასახული ვყოფილიყავი.

– როგორ გაგრძელდა თქვენი სწავლა ამერიკაში?

– ამერიკაში სწავლა გავაგრძელე Rachel Carson High School-ში, რომელიც წარმატებით დავამთავრე 2020 წლის ივნისში. ამ პერიოდში ჩემი აკადემიური შედეგებისა და აქტიურობისთვის მივიღე National Honor Society Certificate of Membership, რაც ჩემთვის დიდი პატივი და მნიშვნელოვანი მიღწევა იყო რადგან აღნიშნული ორგანიზაცია აერთიანებს აკადემიურად და საზოგადოებრივად აქტიურ სტუდენტებს..

 –  შემდეგ უკვე უნივერსიტეტი და პროფესიული მიმართულება აირჩიეთ. რატომ გადაწყვიტეთ ფინანსებისა და ბიზნესის სფერო?

– იმავე წლის აგვისტოში სწავლა გავაგრძელე Brooklyn College-ის უნივერსიტეტში, სადაც 2023 წლის ივნისში ბაკალავრის ხარისხი ავიღე ფინანსებსა და ბიზნეს მენეჯმენტში. ამ მიმართულების არჩევა ბუნებრივად მოხდა, რადგან ჯერ კიდევ საქართველოში სხვადასხვა ბიზნესთან დაკავშირებულ პროგრამებსა და აქტივობებში ვიყავი ჩართული. სწორედ ამ გამოცდილებამ დამანახვა, რომ ფინანსები და ბიზნესის სფერო ჩემთვის ძალიან საინტერესო და პერსპექტიული მიმართულებაა.

– დღეს მუშაობთ საბანკო სექტორში. რას მოიცავს თქვენი საქმიანობა?

– ამჟამად ვმუშაობ ბანკში Senior Personal Banker-ის პოზიციაზე. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს კლიენტებთან ურთიერთობას, ფინანსურ კონსულტაციას, სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზებას და მათთვის საუკეთესო ფინანსური გადაწყვეტილებების მოძებნას.

– თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საბანკო სექტორში წარმატებისთვის?

– ვფიქრობ, საბანკო სექტორში წარმატებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი და ადამიანებთან კომუნიკაციის ძლიერი უნარი. ფინანსურ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა – კლიენტებმა უნდა იგრძნონ, რომ მათი ფინანსური გადაწყვეტილებები უსაფრთხო და სწორ ხელშია. ამასთან ერთად, აუცილებელია მუდმივი სწავლა და განვითარება, რადგან ფინანსური სფერო მუდმივად იცვლება და ახალ ცოდნას მოითხოვს.

 _პარალელურად აგრძელებთ განათლებასაც. რა მიმართულებით სწავლობთ ახლა?

–  ამჟამად ვაგრძელებ სწავლას მაგისტრატურაზე ზოგადი ბიზნესის მიმართულებით. გარდა ამისა, ვარ GARP-ის (Global Association of Risk Professionals) მონაწილე, რაც ფინანსური რისკების მართვის სფეროში პროფესიულ განვითარებას გულისხმობს.

 რა პროფესიულ მიზნებს ისახავთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში?

– GARP-ის მემბერშიპში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა. სწორედ ამიტომ მაქვს დიდი მოლოდინი, რომ მომავალში ჩემი კარიერა კიდევ უფრო განვითარდება ფინანსების სფეროში. ამასთან ერთად, ჩემი ერთ-ერთი მიზანია, პარალელურად შევქმნა საკუთარი ბიზნესი ფინანსური მიმართულებით.

– და ბოლოს, რა რჩევას მისცემდით იმ ახალგაზრდებს საქართველოში, რომლებიც საერთაშორისო კარიერაზე ფიქრობენ?

ყველაზე მთავარი არის შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა. საერთაშორისო კარიერა მარტივი გზა არ არის – ის მოითხოვს ბევრ მუშაობას, მოთმინებას და მუდმივ განვითარებას. თუმცა თუ ადამიანი ნამდვილად მონდომებულია და საკუთარ მიზნებს არ თმობს, შესაძლებლობები აუცილებლად გამოჩნდება.

– თათიას ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ განათლება, შრომა და მიზანდასახულობა ახალგაზრდა ადამიანებს საერთაშორისო შესაძლებლობებისკენ უხსნის გზას. საქართველოდან დაწყებული მისი გზა დღეს უკვე წარმატებულ პროფესიულ კარიერად იქცა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებსა და მიღწევებს ჰპირდება.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

საიდუმლო მარსზე: მეცნიერებმა პლანეტაზე სიცოცხლისთვის საჭირო ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს

00:26 - 17/03/2026

AI რევოლუცია: რომელი პროფესიები აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ უახლოეს წლებში?

06:59 - 16/03/2026

“ცეცხლთან თამაში” – რა კავშირი ჰქონდა სინამდვილეში ბილ გეითსს სკანდალურ მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინთან?

05:03 - 16/03/2026
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,018 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,941 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,180 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023821 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

“ცეცხლთან თამაში” – რა კავშირი ჰქონდა სინამდვილეში ბილ გეითსს სკანდალურ მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინთან?

საიდუმლო მარსზე: მეცნიერებმა პლანეტაზე სიცოცხლისთვის საჭირო ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს

AI რევოლუცია: რომელი პროფესიები აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ უახლოეს წლებში?

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.